ზვიად კუპრავამ გლდანის ციხე დატოვა – “პირველივე აქციაზე წავალ და ვეცდები, შევქმნა სხვანაირი ბრძოლის ფრონტი”

ზვიად კუპრავამ გლდანის ციხე დატოვა - "პირველივე აქციაზე წავალ და ვეცდები, შევქმნა სხვანაირი ბრძოლის ფრონტი"„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

ის სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე იყო დაკავებული და თავისუფლების 9 თვის ვადით აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

“პირველივე აქციაზე წავალ, რომელიც იქნება და ვეცდები შევქმნა სხვანაირი ბრძოლის ფრონტი”, – განაცხადა მან.

როგორც კუპრავამ აღნიშნა, ის სრულად იზიარებს აქციების იდეას.

„ზოგადად, აქცია არ იყო ძალადობრივი, იყო სრული სიმშვიდე დემონტრანტების მხრიდან, ამიტომ აქციის დაშლის საფუძველი არ არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ კანონი ირღვეოდა რადგან პიკეტირება ხდებოდა, მაგრამ დაშლის პროცესში დემონსტრანტების მხრიდან არავითარი ძალის გამოყენება არ ყოფილა. წყლის ჭავლის გამოყენება არ იყო საჭირო. თავისუფლად შეიძლებოდა პარლამენტის ბიურო ჩატარებულიყო სხვაგან, მაგალითად, კაჭრეთში, არაფრის მომცემი ბიუროს ჩატარება სხვაგანაც იყო შესაძლებელი. თუმცა, კარგი იყო, რომ 20 ივნისი არ განმეორდა.

პირველივე აქციაზე წავალ, რომელიც იქნება და ვეცდები შევქმნა სხვანაირი ბრძოლის ფრონტი. სიტუაცია ძალიან ცუდია. სამწუხაროდ, ციხეში რომ შევედი, იყო ცუდი და რომ გამოვედი უფრო ცუდი დამხვდა. უნდა შემოვატრიალოთ ეს სიტუაცია, ასე გაგრძელება არ შეიძლება! სრულად ვიზიარებ აქციების იდეას. შევეცდები ცალკეული ფრონტი გავხსნა და ვებრძოლო ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც ნამდვილად რეჟიმად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით იმ 9 თვის განმავლობაში, რაც მე ციხეში გავატარე“, – განაცხადა კუპრავამ.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობდა.

იპნ