ივანიშვილის სახლს შეკვეთილში ბოქლომი დაადეს

ივანიშვილის სახლს შეკვეთილში ბოქლომი დაადესხმაური შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან – აქციის მონაწილეებს სურდათ ივანიშვილის რეზიდენციის ჭიშკარი დაებოქლომებინათ, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა არ მისცეს.
ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებასაც. შეხლა-შემოხლის შემდეგ, აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები შეთანხმდნენ და საინიციატივო ჯგუფის წევრებს უფლება მიეცათ, ბოქლომი სიმბოლურად რეზიდენციის ღობისთვის დაედოთ.

ნიუპოსტი