მერაბ ქვარაიას ბრიფინგი ჩაუშალეს – „მონა“, „სირცხვილი“, „ივანიშვილის ხელის ბიჭი“

მერაბ ქვარაიას ბრიფინგი ჩაუშალეს - „მონა“, „სირცხვილი“, „ივანიშვილის ხელის ბიჭი“მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა მერაბ ქვარაიას ბრიფინგი ჩაშალეს.

“მთავარის” პრესკლუბში, სადაც მერაბ ქვარაია ბრიფინგს მართავდა,  მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტები მივიდნენ. აქტივისტებმა ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს მოსთხოვეს პასუხის, – თუ რატომ არ დაუჭირა მხარი საარჩევნო სისტემის პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტს.

მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტები უმრავლესობის დეპუტატს, პრესკონფერენციის ჩატარების საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ.

მოძრაობის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მონა“, „სირცხვილი“, „ივანიშვილის ხელის ბიჭი“. „ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ მეორედ ხალხის წინააღმდეგ წასვლა აღარ გაბედოთ“..

“ასეთი დავალებებით აგზავნიან ამ ახალგაზრდებს, მაგრამ მინდა ვუსურვო მათ ყოველივე საუკეთესო. მათ უკვე თქვეს, რომ ისინი არიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები“, – განაცხადა თავის მხრივ დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ.