ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც ასეთი საჭირო იყო, არ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარი ჯონათან კაცი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს. კაცის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდება პარლამენტში უარყოფითად აისახება, როგორც მთავრობაზე, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯზეც. “ეს არის უარყოფითი შედეგი არა მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის, არამედ, პოტენციურად, […]
კატეგორია: პოლიტიკა
ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
„კონსერვატორმა“ დეპუტატებმა – ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. „მე, ზვიად ძიძიგურმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის და თანამდებობის დატოვების შესახებ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვარწმუნებდით საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, რომ ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებას განვახორციელებდით. იმათ გასაგონად მინდა ვათქვა, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი […]
თამარ ჩუგოშვილი ფრაქციის შექმნას აპირებს
“კურიერის” ინფორმაციით, თამარ ჩუგოშვილი ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს. ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, იმ დეპუტატთა რაოდენობა, რომლებმაც გუშინ უმრავლესობის რიგები და დაკავებული თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს, ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, უმრავლესობის რიგებისა და საპარლამენტო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება 9 დეპუტატმა მიიღო. მათ შორის არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, […]
სალომე ზურაბიშვილი გულის შეტევით ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს?
გავრილოვი საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების წინაშე თბილისში მიმდინარე წლის ზაფხულში ასამბლეის ჩაშლის გამო და წარმოადგინოს ანგარიში იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც ინციდენტს მოჰყვა. ამის შესახებ ათენში, ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ასამბლეის სამდივნოს სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გავრილოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია ზომების მიღება, რათა არ მოხდეს პოლიტიკური ზეწოლის დაშვება […]
რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ “ქართული ოცნება” დატოვა
საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ დაწერა. “დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას! სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა. მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება. დღეიდან ვტოვებ […]
მეუფე პეტრე – ქუდზე კაცი-საქართველოს გადასარჩენად!
“მეუფე პეტრეს მიმართვა: ხელისუფლებას! ქუდზე კაცი-საქართველოს გადასარჩენად! ნუ გაგვიჭირდება იმის აღიარება, რომ ერსა და ბერში არსებული კრიზისი ფარისევლობისა და არაქრისტიანული აზროვნები შედეგია! მთელი ერისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე დადებული პირობა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ შეურაცხმყოფელია გადავაბრალოთ რამდენიმე დეპუტატის ახირებას, ისევე როგორ „გავრილოვის ღამის“ შემთხვევაში, რამაც გამოიწვია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამართლიანი პროტესტი. როგორც […]
რუსთაველზე კარვები გაშალეს
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კარვები გაშალეს. საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია. ისინი დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ.
“ნუ ნერვიულობთ, ესენი ორ კვირაში დაიშლებიან” – ლაშა ნაცვლიშვილის გზავნილი “ოცნების” საერთო ჩატში
გიორგი მარგველაშვილი – ”არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია”
საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც დღეს საღამოს პარლამენტთან აქციას შეუერთდა, ტვ პირველის წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე პასუხად აცხადებს: „მე არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია… არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ არ მინდა დიქტატურაში ცხოვრება“. მარგველაშვილმა განაცხადა: „ვდგავარ იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და იმა ადგილას, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია“. „ან ხალხის ნება, ან რაღაც […]










