კატეგორია: პოლიტიკა

პატრიოტთა ალიანსის აქციას სამეგრელოდან და ქუთაისიდან შეუერთდებიან

თბილისში “პატრიოტთა ალიანსის“ მიერ  რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციას სამეგრელოდან და ქუთაისიდან შემოუერთდებიან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ აპირებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდნენ და საკუთარ მოთხოვნებს დედაქალაქში გააჟღერებენ. მათგან უმთავრესი კი, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერთა განცხადებით, ივანიშვილის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაცემული დაპირების შესრულებაა. “საქართველოს მთლიანობისთვის, ახალგაზრდებისთვის ჩვენი ხედვები გვაქვს და იქ ვიდგებით, სანამ პარლამენტი არ მიიღებს […]

ქუთაისიდან ნაციონალების და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდასაჭერად 500 კაცი მოდის

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას ოპოზიციის მხარდამჭერები ქუთაისიდანაც უერთდებიან. ,,ნაციონალური მოძრაობის ” და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები დილიდან სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ივანიშვილს ღირსეულ პასუხს გასცემენ, რადგან მან ქართველი ხალხი შეურაცხყო და მოატყუა. “ვაპროტესტებთ მთავრობის მორიგ ტყუის და ვუერთდებით აქციას. დღეს არჩევანი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის კეთდება. არ ვაპატიებთ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას და […]

ნაციონალების მხარდამჭერები ფოთიდან თბილისში წამოვიდნენ

ფოთში, დღეს დილით ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ოფისთან შეიკრიბნენ. 100-მდე ადამიანი თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ისინი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდებიან. „ჩვენი სურვილია დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ახალგაზრდებს სისხლით მონაპოვარი პროპორციული არჩევნები დავუბრუნოთ, “- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით ხომერიკმა. იპნ

დავით ჭიჭინაძე – “ივანიშვილმა ისე მაგრად წააგო, რომ თვითონაც ვერ წარმოუდგენია”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. – ბატონო დავით, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა ალბათ მოულოდნელი არ იყო. პროცესები პარლამენტიდან ქუჩაში გადაინაცვლებს? – პარლამენტში პოლიტიკას უკვე აზრი აღარ აქვს. დღეიდან არც პოლიტიკაა რეალური და არც არაფერი. რა აზრი აქვს ამ უპირო დეპუტატებთან […]

სოფიო ქაცარავა დეპუტატის მანდატს ტოვებს

სოფიო ქაცარავა დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ სოფიო ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს. „დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!“-წერს ქაცარავა. შეგახსენებთ, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით […]

„ქართული ოცნების“ ოფისთან ორი ადამიანი დაშავდა

„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა. აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ ოფისის შესასვლელების პიკეტირება სურთ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. პოლიციისა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის დროს აქციის ერთი მონაწილე დაშავდა. ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აქციაზე ერთ-ერთ ოპერატორს ხელი მოტყდა.

კახა ოქრიაშვილი “ოცნების” უმრავლესობის დაშლას აპირებს

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა 14 ნოემბრის პარლამენტის სხდომამდე, რომელმაც პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, “ახალი თაობა” მაჟორიტარ დეპუტატ კახა ოქრიაშვილს ესაუბრა. – ბატონო კახა, 13 ნოემბერს დილით პარლამენტის სხდომის დაწყებამდე უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან შეიკრიბა. საკმაოდ ხმაურიანი შეხვედრა იყო, იყო მუქარაც ივანიშვილის მხრიდან. რას აპირებთ მაჟორიტარი დეპუტატები, რატომ გაქვთ ასეთი მიუღებლობა პროპორციული სისტემის მიმართ? – აქ […]

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ნინო ცაციაშვილი დაინიშნა. ნინო ცაციაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ის პროფესიით სამართალმცოდნეა. 2017-2019 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2014-2017 წლებში საქმიანობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორად. 2009-2014 […]

ბესელია – ”პროპორციული არჩევნების კანონპროექტი ჩავარდნილი არ არის – ის მეორე მოსმენითაც უნდა გავიდეს სესიაზე”

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას მტკიცებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე კანონპროექტის სესიაზე გატანა შესაძლებელია იმის მიუხედავად, რომ მან 113 დეპუტატის ხმა ვერ მიიღო. დეპუტატის განმარტებით, თუკი კონსტიტუციური კანონის პროექტს მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, იგი მეორე მოსმენაზეც გადის. ამასთან, ბესელიას განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტი, სადაც წერია, რომ კონსტიტუციური ცვლილების განსახორციელებლად საჭიროა 113 ხმა, […]

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ”სალომე ზურაბიშვილი ჩაფიძის კლინიკაში გეგმურ შემოწმებაზე იმყოფებოდა”

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში მრჩეველმა ირინა შენგელიამ განუცხადა, გავრცელებული ფოტო არის რამდენიმე დღის წინ გადაღებული, როდესაც პრეზიდენტი კლინიკაში გეგმურ შემოწმებაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავს კარგად გრძნობს და ახლა სამსახურში იმყოფება. „ინტერპრესნიუსის“ […]