გიორგი მარგველაშვილი – ”არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია”

საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც დღეს საღამოს პარლამენტთან აქციას შეუერთდა, ტვ პირველის წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე პასუხად აცხადებს:

„მე არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია… არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ არ მინდა დიქტატურაში ცხოვრება“.

მარგველაშვილმა განაცხადა: „ვდგავარ იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და იმა ადგილას, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია“.

„ან ხალხის ნება, ან რაღაც ჯგუფის ნება მოხვეული ხალხზე… ან დემოკრატია, ან დიქტატურა“, — თქვა მან.

მარგველაშვილის თანახმად, ის არ ელოდებოდა, რომ „ქართული ოცნება“ ჩააგდებდა პროპორციულ სისტემას, თუმცა კითხვაზე, უნდა დაიჯერონ თუ არა, რომ მაჟორიტარები მართლაც „აუმხედრდნენ“ ბიძინა ივანიშვილს, თქვა: „არ დავიჯეროთ“.

დატოვეთ თქვენი კომენტარი