კატეგორია: პოლიტიკა

”ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა!” – რას ითხოვენ აქციაზე რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე სამოქმედო გეგმა გაჟღერდა, რომელზეც ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორის შეჯერდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები სამ პუნქტს მოიცავს: ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა. გარდამავალი მთავრობა დაკომპლექტდეს ეროვნული თანხმობის კომიტეტით, პრინციპით – ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი. ​ თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს დროებითი მთავრობის პირობებში.

გრიგოლ ვაშაძე – ”ოცნებას” გაგხევთ ნაკერავზე!”

მინდა ვუთხრა ე.წ. “ქართულ ოცნებას” – რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები – თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე-,ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მან მოქალაქეებს მიტინგზე მისვლისკენ მოუწოდა იმისათვის რომ ერთად გააპროტესტონ პარლამენტის მიერ ჩაგდებული კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს. ამასთან,გრიგოლ ვაშაძის თქმით, 17 ნოემბერს […]

კალაძე – ”ოცნების” დეპუტატებმა ერთმანეთი ცემეს უმრავლესობის სხდომაზე”

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მმართველ პარტიაში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცხარე დებატები იყო, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც. “მოხდა ის, რაც მოხდა. ორი დღის განმავლობაში და უფრო მეტიც, ვსაურბობდით, რომ იყო ადამიანების დეპუტატების ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ ცვლილებას, საკმაოდ დაძაბული, ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა და მე ახლა არ დავასახელებ იმ ადამიანების სახელსა და გვარს, ვინც […]

მარიამ ჯაშმა უმრავლესობა დატოვა – ”ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის არმიღება დღეს მე არ შემიძლია“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა „ქართული ოცნება“ დატოვა. შესაბამისი განცხადება ჯაშმა რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტში გააკეთა. „თითქმის სამი საათი გავიდა კენჭისყრის შემდეგ. ეს დრო სპეციალურად გამოვიყენე, რომ ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილიყო ემოციურ ფონზე მიღებული. ასევე ჩემთვის ძალიან ბევრი კოლეგა და მეგობარი რჩება „ოცნებაში“ და ეს დრო გამოვიყენე, რომ მათთან მქონოდა გასაუბრება და ჩამეყენებინა ჩემი გადაწყვეტილების […]

აქცია პარლამენტთან – აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ისინი პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყევეტილებას აპროტესტებენ.ადგილზე პოლიციასა და აქცისი მონაწილეებს შორის გარკვეული დაპირისპირება მოხდა. ცნობისთვის, “ოცნებამ” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო. ოპოზიცია და საზოგადიების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

“ერთი გადაწყვეტილების გამო ქვეყანა არ უნდა ავრიოთ”- მდინარაძე ივანიშვილის დანაპირების არშესრულებას ოპოზიციას აბრალებს

“ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას ოპოზიციას აბრალებს. მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება. “არანაირი რიგგარეშე არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ახლა, უნდა ცივი გონებით, რაციონალურად გადავწყვიტოთ ყველა საკითხი. ქვეყანა არ უნდა ავრიოთ ერთი გადაწყვეტილების გამო, თუმცა მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილებაც, მესმის მე ძალიან კარგად თქვენი კითხვის პასუხი, […]

კალაძემ აქცია “სირცხვილიას” მონაწილეებს შუა თითი უჩვენა 

ქალაქის მერმა “სირცხვილიას” მონაწილეებს შუა თითი უჩვენა. კადრის გადაღება ტელეკომპანია “ფორმულამ” მოახერხა. პროპორციულ სისტემაზე გასვლასთან დაკავშირებული კენჭისყრის პარალელურად, აქციის მონაწილეები პარლამენტთან მესამე დღეა აქციებს მართავენ. https://www.facebook.com/FormulaNews/videos/464595414164480/

თამარ ჩუგოშვილმა მმართველი გუნდი დატოვა

თამარ ჩუგოშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ დეპუტატმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი პროპორციული არჩევნების ჩაგდება გახდა

პარლამენტმა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მხარდასაჭერად საჭირო იყო 113 ხმა, კანონპროექტს კი ხმა მისცა 101-მა. ამრიგად, კანონპროექტი ჩავარდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე – “იქნება თავისუფალი კენჭისყრა”

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტში კენჭისყრა “თავისუფალ რეჟიმში” ჩატარდება. როგორც ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „გაიმარჯვა დემოკრატიამ“. „როგორც ყოველთვის, „ქართული ოცნება“, უმრავლესობა გამოუვალ მდგომარეობაში ძებნის გამოსავალს. გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა“, – განაცხადა ხუნდაძემ. შეგახსენებთ, მეორე დღეა მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ ოფისში დილიდან იკრიბება. მსჯელობის საგანია პროპორციულ საარჩევნო […]