თამარ ჩუგოშვილი ფრაქციის შექმნას აპირებს

თამარ ჩუგოშვილი ფრაქციის შექმნას აპირებს“კურიერის” ინფორმაციით, თამარ ჩუგოშვილი ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს.

ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, იმ დეპუტატთა რაოდენობა, რომლებმაც გუშინ უმრავლესობის რიგები და დაკავებული თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს, ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, უმრავლესობის რიგებისა და საპარლამენტო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება 9 დეპუტატმა მიიღო. მათ შორის არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე. მათი განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილება პრინციპული იყო და ისინი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ.

გაიზრდება თუ არა უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა – საკუთარ გადაწყვეტილებას 6 დეპუტატისგან შემდგარი “კონსერვატორთა” ფრაქცია დღეს გაასაჯაროებს.