ნებისმიერ სისტემას დავუპირისპირდები, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ იმდენ ხმას აიღებს, როგორც დღესაა წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. როგორც ყაველაშვილმა განმარტა, მისთვის მიუღებელია, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმაზე მეტი შანსი ჰქონდეს პარლამენტში, ვიდრე დღეს აქვს. „თუ დავრწმუნდები, რომ ეს არ მოხდება და შემცირდება მათი რაოდენობა, მაშინ იმ გადაწყვეტილებას მივიღებ რისიც შინაგანად მწამს. მე […]
კატეგორია: პოლიტიკა
„ივანიშვილს აღარც პროპორციული სისტემა აწყობს და აღარც შერეული“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებაზე ალაპარაკდა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ეს გზავნილი მაჟორიტარი დეპუტატებისგან გაისმა, კერძოდ კი წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა, სააფთიაქო ქსელ „პე-ეს-პე“-ს მფლობელმა კახა ოქრიაშვილმა გააჟღერა. მისივე ინფორმაციით, ამ აზრზე არიან სხვა მაჟორიტარებიც. რა ბედი ელის პროპორციულ ცვლილებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებას? _ […]
კახა კოჟორიძე – “ოცნება” იმ ოროსანს ჰგავს, რომელსაც უნდა ოქროს მედალი, მაგრამ არ უნდა სწავლა”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი, მოძრაობა ლელოს წევრი კახა კოჟორიძე პსუხობს – კახა, პროკურატურამ 20 ივნისს დაშავებული მაკო გომური და კიდევ 2 პირი დაზარალებულად სცნო, თუმცა ცოტა ხნის წინ იგივე პროკურატურა ამბობდა, რომ მას კანონი არ აძლევდა საშუალებას, დაზარალებულად ეცნო მაკო გომური და სხვა პირები. რა შეიცვალა, საზოგადოებრივმა წნეხმა იქონია გავლენა ამ […]
ირაკლი შიოლაშვილი – ”საღამოს ბიძინა ივანიშვილთან მძიმე შეხვედრა მქონდა და ვაწყენინე კიდეც მას”
დღეს საღამოს ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა, მძიმე საუბარი იყო და გავაწბილე კიდეც პარტიის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ ნაწყენიც იქნება ჩემზე, – ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი შიოლაშვილის თქმით, შეხვედრა მასთან პირისპირ მიმდინარეობდა, თუმცა პარტიის თავმჯდომარე სხვა დეპუტატებსაც ხვდება. ამასთან, შიოლაშვილის განცხადებით, ისინი დამოუკიდებლები არიან და არ ფიქრობს, რომ “ზეწოლით, […]
პარლამენტმა პროპორციული არჩევნების კანონპროექტზე კენჭისყრა ხვალისთვის გადადო
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. „მათთან შეთანხმებით გთავაზობთ, რომ კენჭისყრა გადავდოთ ხვალისთვის, ვინაიდან ჯერ კიდევ რჩება აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით და ვფიქრობ, ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება, რომ დღეს […]
ნიკა მელია “ოცნებას” აფრთხილებს: “ამ ყველაფრის მოსატყუებელი კბილი ერმა და ბერმა მოიცვალა… ივანიშვილს მოუწევს ქვეყანა თავქუდმოგლეჯილმა დატოვოს”
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მალია ბიძინა ივანიშვილს ქვეყნიდან “თავქუდმოგლეჯით” გაქცევას უწინასწარმეტყველებს, თუ პარლამენტმა ოროპორციულ სისტემა ჩააგდო. “როგორც თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დარწმუნებული, პროპორციული სისტემის ჩაგდებას არათუ პროტესტი მოჰყვება, პროტესტს მოჰყვება ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას დატოვებს თავქუდმოგლეჯილი”- ამბობს მელია. მისივე განცხადებით, “თუკი საკონსტიტუციო ინიციატივას არ დაუჭირა მხარი “ქართული ოცნების” უმრავლესობის უმრავლესობამ, ვფიქრობ, სალაპარაკო […]
“არ შეგრჩება, ნაძირალა, განანებ ამას” – კობახიძე აგრესიას ვერ მალავს
კალაძე – მუნიციპალურ ინსპექციას ლევან ჯღარკავა, „თბილსერვის ჯგუფს“ კი რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებენ
მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“ მის ხელმძღვანელად კალაძემ რომეო მიქაუტაძე წარადგინა. „ლევან ჯღარკავა აქამდე იკავებდა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის პოზიციას. მინდა ლევანს წარმატებები ვუსურვო. ლევანი არის ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალი. ის შეცვლის გიორგი ბაგრატიონს, რომელმაც, მოგეხსენებათ დატოვა აღნიშნული თანამდებობა და […]
კახა ოქრიაშვილი – “ივანიშვილმა ჩვენზე სერიოზული ზეწოლა განახორციელა, ხუნდაძე კი დატუქსა”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დიმიტრი ხუნდაძე “დატუქსა”. მისი განმარტებით, იმ დეპუტატებზე, რომელიც ეწინააღმდეგებიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას სერიოზული ზეწოლა განხორციელდა. “ჩემი პოზიცია უცვლელია, მე ხელიც არ მოვაწერე ამ დოკუმენტს, როდესაც ინიცირება მოხდა. ძალიან ბევრი დეპუტატია, ვინც მხარს არ უჭერს. დღეს უმრავლესობის სხდომაზე იყო ზეწოლა დეპუტატებზე პარტიის თავმჯომარის […]
ირაკლი შიოლაშვილი უმრავლესობის დატოვებას პირებს – “ეს კანონპროექტი ჩემთვის წითელი ხაზია”
„კანონპროექტი ჩემთვის წითელი ხაზია, თუ უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, მე დავტოვებ უმრავლესობას“, – ეს განცხადება სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისივე ინფორმაციით, მაჟორიტარ დეპუტატებს სურდათ საკითხი სხდომაზე სარეიტინგო კენჭისყრაზე გასულიყო, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა მათ ამის საშუალება არ მისცათ. „ჩვენ ჩვენი პოზიცია ნათლად დავაფიქსირეთ უმრავლესობის სხდომაზე, იმ რისკების […]








