პარლამენტმა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

მხარდასაჭერად საჭირო იყო 113 ხმა, კანონპროექტს კი ხმა მისცა 101-მა.

ამრიგად, კანონპროექტი ჩავარდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.