”ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა!” – რას ითხოვენ აქციაზე რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე სამოქმედო გეგმა გაჟღერდა, რომელზეც ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორის შეჯერდა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები სამ პუნქტს მოიცავს:

ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა.

გარდამავალი მთავრობა დაკომპლექტდეს ეროვნული თანხმობის კომიტეტით, პრინციპით – ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი.
​
თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს დროებითი მთავრობის პირობებში.