რა ბედი ელის პროპორციულ საარჩევნო სისტემას – “ქართული ოცნების” ხმაურიანი სხდომიდან გამოსული დეპუტატები აღიარებენ, რომ ივანიშვილთან აუდიენცია საკმაოდ დაძაბულ გარემოში წარიმართა. გია ვოლსკი აცხადებს, რომ ივანიშვილი თავდაპირველ აზრზეა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ემხრობა. სხდომა რომ “ცხელი” იყო დაადასტურა დიმიტრი ხუნდაძემაც. “პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი”- უთხრა მან ადგილზე შეკრებულ ჟურნალისტებს. “მინდა, […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ოცნებაში” დიდი განხეთქილება გრძელდება – დიმიტრი ხუნდაძე პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს
„ვაგრძელებ ბრძოლას, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს ბევრი, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები ავაცილოთ – ვემზადებით კანონპროექტის ჩასაგდებად“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის შემდეგ განუცხადა. მან ისაუბრა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უფრო მეტი მხარდამჭერი არსებობს იმისთვის, რომ ეს პროექტი პარლამენტში არ გავიდეს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. „მე […]
განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების […]
სანდრო ბრეგაძე – “ჩვენ გავაშიშვლეთ ნინო ლომჯარია, რომელსაც გადავაყენებთ და პოლიტიკურ სანაგვეში მივუჩენთ ადგილს”
“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ფილმში – “და ჩვენ ვიცეკვეთ” გადაღებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამასთან ერთად, 12 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისში მივიდა და ნინო ლომჯარიას წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდა. ბრეგაძის განცხადებით, ფილმის რეჟისორმა, ლევან აკინმა ბავშვის უფლება დაარღვია, რადგან ფილმის შინაარსის შესახებ ოჯახი გაფრთხილებული არ იყო. “ჩვენ დღეს გავაშიშვლეთ სახალხო დამცველი. ეს იყო ჩვენი მისია, რომ მთელი […]
ხათუნა ლაგაზიძე – “2020 წლის საპარლამენტი არჩევნების ბედი დღეს ღამე წყდება”
2020 წლის საპარლამენტი არჩევნების ბედი დღეს ღამე წყდება. ამ ბედს წყვეტს „არა ქართული ოცნება“, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, არამედ წყვეტს ქართული ოპოზიციური სპექტრი, საქართველოს საზოგადოების აქტიური ნაწილი და დასავლეთი, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც 2020 წლისთვის მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის გარშემო განვითარებულ […]
სანდრო ბრეგაძე – “საქართველოს მთავრობა შევარდნაძის დროიდან ჰომოსექსუალებით იყო სავსე”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ფილმის “და მერე ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას სამდღიანი პროტესტი მოჰყვა თბილისის და ბათუმის ქუჩებში. ლევან ვასაძის და ქართული მარშის პროტესტი ბევრმა ძალადობად შეაფასა. რა მოიტანა ამ პროტესტმა? რატომ გამოვიდნენ ქუჩაში და იყო თუ არა ეს აქცია ძალადობის წახალისება? – “ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე პასუხობს. – […]
ძიძიგური სამადაშვილს “მე რომ სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, მოგეწონებათ?”
პარლამენტის სხდომა ბრალდებებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის რეპლიკას, რომელმაც “ქართული ოცნების” წევრებს “ივანიშვილის გოშიები” უწოდა, ზვიად ძიძიგურმა უპასუხა: “ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან უმრავლესობის წევრებს გვიწოდა ივანიშვილის გოშიები. ქალბატონ სალომე სამადაშვილს მინდა მივმართო – მე რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ? “- იკითხა ზვიად ძიძიგურმა.
ამირან სალუქვაძე – “ჩვენი რუსეთისკენ შემოტრიალება სრული კრახი იქნება”
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა რა გავლენას შეიძლება ახდენდეს ქართველ საზოგადოებასა და ჩვენს პოლიტიკურ ორიენტაციაზე ევროპელი ლიდერების განცხადებები? ამ და სხვა საკითხებზე “ახალ თაობას” სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი ამირან სალუქვაძე ესაუბრა. – ბატონო ამირან, დასავლეთში, ევროპაში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, კეთდება განცხადებები, რომელმაც შეიძლება ჩვენი საზოგადოების განწყობებზე იმოქმედოს, ორიენტაციის კუთხით. მაგალითად, მაკრონმა განაცხადა, რომ “ნატოს ტვინი სიკვდილს განიცდის”, “ამერიკა […]
ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ლურსმანაშვილმა პარლამენტში იჩხუბეს
პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ. მანამდე დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი იყო. ისინი ერთმანეთს “ჩირგვებში დამალულს” უწოდებდნენ. მოგვიანებით სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. შეხლა-შემოხლის გამო, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა.
“ფეხებზე მკიდია, დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს” – გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება გედევან ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობდა. “გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია, დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს” – მიმართა ფოფხაძემ ბერაიას, რომელსაც გარეთ გასვლისკენ მოუწოდა.










