კატეგორია: პოლიტიკა

გუბაზ სანიკიძე – „ბიძინა ანგრევს მიშას შექმნილ სისტემურ სიკეთეებს”

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა როგორ ხედავს ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსავალს? რა რეფორმებია ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და როგორ ხედავს ქვეყნის ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გზებს? – ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობის“ კითხვებს „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე პასუხობს. გუბაზ სანიკიძე: _ ნელ-ნელა დაიწყება რუსეთისკენ სვლა, ეს არის ფაქტი. ეს ხელისუფლება არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული და განადგურებული. […]

“ეს არის სასტიკი მკვლელობა” – მელია მაჩალიკაშვილის საქმეზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვას ეხმიანება და მას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. მისი განცხადებით ფაქტი ჯიუტია, ეს არის სასტიკი მკვლელობა, რომელზეც პასუხი უნდა აგოს ყველამ ვისაც წვლილი მიუძღვის. “ორი წლის განმავლობაში მთავარი ეჭვმიტანილი, ბატონი გოგაშვილი, რომლისგანაც წესით და რიგით უამრავი ინფორმაცია უნდა მიეღო გამოძიებას ამ დრომდე […]

ზაალ ანჯაფარიძე – “ის, რომ ახალციხე იქნა შერჩეული სამიზნედ, არ არის შემთხვევითი”

“რუსეთი აგრძელებს საქართველოში რბილი ძალის გამოყენებას და ამ რბილ ძალას სხვადასხვა ფორმა და გამოვლინება აქვს”, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ახალციხეში პრორუსული ორგანიზაციის დაარსებას, რომლის პრეზეტაციასაც უშუალოდ პუტინთან დაახლოებული პერსონა, ვლადიმერ ხომერიკი დაესწრო. ანჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში კრემლის პროპაგანდისტულ მანქანას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაუპირისპიროს მძლავრი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომელიც ანტიდასავლურ და ევროსკეპტიკურ ნარატივს გაანეიტრალებს […]

ირაკლი ოქრუაშვილი – “ვიცოდი, რომ საფრანგეთიდან დაბრუნებისთანავე დამიჭერდნენ, მაგრამ მაინც დავბრუნდი”

მატროსოვის ციხეში მყოფმა ირაკლი ოქრუაშვილმა “ახალი თაობის” კითხვებს უპასუხა. – რა პირობებში ხართ ციხეში და როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება? – ციხის ცხოვრება ერთფეროვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკანში მარტო ხარ, 23 საათი ჩაკეტილი ხარ 8 კვადრატულ მეტრ საკანში, ხოლო 1 საათი სეირნობ ასევე ჩაკეტილ 20 კვადრატულ სივრცეში გარეთ. დრო კითხვაში, წერაში, ფიქრში და ტელევიზორით თავის შექცევაში […]

გიორგი გახარია პუტინს შეხვდება?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეიძლება შეხვდეს. აღნიშნული საკითხი ოკუპანტი ქვეყნის ემისრის, ვლადიმერ ხომერიკის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც მსგავსი აუდიენცია არ გამორიცხა. მეტიც ხომერიკი ამბობს, რომ ორი ქვეყნის პირველი პირები ერთ მაგიდასთან უნდა შეიკრიბონ. მედიაში გაჩნდა ვარაუდი, რომ ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრა სწორედ გახარია-პუტინის მოლაპარაკების მომზადებას ისახავდა მიზნად. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენელი, […]

“რუსეთი კლავს, ოცნება კლავს”

“რუსეთი კლავს, ოცნება კლავს”, აბრეშუმის ფორუმის პარალელურად ოპერასთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეების თქმით, პრორუსი პრემიერი ქვეყნის სირცხვილია. “რუსეთი კლავს, ოცნება კლავს” – აბრეშუმის ფორუმის პარალელურად ოპერასთან მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” აქცია მართავს. აქციის მონაწილეების თქმით, პრორუსი პრემიერი ქვეყნის სირცხვილია და საქართველოს 2020 წლიდან აღარ ეყოლება რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება. ადგილზე მობილიზებულეა პოლიცია. ნიუპოსტი

გიგა მაქარაშვილი – “როცა ხედავ, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ხვდები, რომ შენ უნდა გააკეთო“

“როცა ხედავ, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს, განსაკუთრებული მომენტი დგება – ხვდები, რომ შენ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი. თუ რამდენიმე ადამიანი მაინც არ ფიქრობს, რომ მისი ჩართულობა მნიშვნელოვანია და მათ გადმოვიბირებ, ჩავთვლი, რომ ჩემი მოვალეობა შევასრულე”, – განაცხადა მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა “მთავარი არხის ეთერში.”

დიმიტრი ბიძინაშვილი – “ივანიშვილმა გახარიას თურნავას გადაყენების უფლება არ მისცა”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ქართული ოცნების” და თბილისის მერის, კახა კალაძის, შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება. – დიმიტრი, ბოლო პერიოდია უამრავი ბრალდება ისმის თბილისის მერის, კახა კალაძის მისამართით. მას კორუფციაშიც სდებენ ბრალს, რას იტყვით თქვენ? – კახი კალაძე ყველაზე ცუდი მერია, რაც კი თბილისს აქამდე ყოლია. ნარმანიაზე უარესი მერია, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ. […]

სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანია აირჩიეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ კომისიამ დავით ნარმანია აირჩია. სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს კონსტიტუციით არ იყო გათვალისწინებული. რის შემდეგაც კანონში ცვლილება განხორციელდა. მანამდე, სემეკის თავმჯდომარის პოსტს ირინა მილორავა იკავებდა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა

“ძალიან ჭყინტი ხართ” – ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატს

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს მიმართა. გოგიჩაიშვილის თქმით, ლევან მიქაბერიძე არ შეესაბამება მოსამართლეობის კანდიდატურას. “ნებისმიერი კონიაკის მოყვარული გეტყვის, რომ 20 წლის დაძველებით კონიაკი უფრო კარგია, ვიდრე სამი წლით დაძველებით. არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ იმისთვის, რომ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. თქვენ ფაქტობრივად კანცელარიაში გაქვთ […]