კატეგორია: პოლიტიკა

ლუკ კოფი – “სირიიდან გაყვანილი ამერიკის ჯარი საქართველოში გავგზავნოთ”

ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველი და აშშ-ის არმიის ვეტერანი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული რეკომენდაცია კოფიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „შეთავაზება: ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა, რომელიც სწრაფად უპასუხებს „ისლამურ სახელმწიფოს“, იმ შემთხვევაში თუ ის კვლავ გაძლიერდება“,- წერს ლუკ კოფი „ტვიტერის“ გვერდზე. […]

“ივანიშვილმა 2018-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე უკვე ყველა ქვემეხიდან გაისროლა”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა როგორ გადაჯგუფდებიან ძალები პოლიტიკურ ველზე? რას ნიშნავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის განცხადებები დამნაშავე მაღალჩინოსნების დაჭერა-არდაჭერის შესახებ? რატომ ვეღარ გაიმეორებს მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სცენარს? ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერს გაერთიანებული ოპოზიციიდან შოთა მალაშხიას. – ციხეში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციაში გადაჯგუფების პროცესი მალე დასრულდება […]

გიგა ბუკია – “ჩვენი ფრაქცია გიორგი მიქაუტაძეს ხმას არ მისცემს”

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა რატომ დაუპირისპირდა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მოსმენისას პარლამენტის უმრავლესობის წევრი და ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს? უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ გამწესების რა შანსი აქვს გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც მოიაზრება იმ მოსამართლეებს შორის, რომელთა ერთობას კლანს ეძახიან? “ახალი თაობის” კითხვებს გიგა ბუკია პასუხობს. – […]

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილი კრემლის მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობს

ბოკუჩავას განცხადებით, რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემა, კიდევ ერთხელ ადასტურებს კრემლთან კავშირებს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემა, კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ბიძინა ივანიშვილი კრემლთან თანამშრომლობს. „ეს გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილი კრემლის მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობს. საინტერესოა, ამ შემთხვევაშიც თუ მოიკითხა ქალბატონმა თეა წულუკიანმა, მოხდებოდა თუ არა ამ პირის ადამიანის უფლებების დარღვევა. […]

სოსო ცინცაძე – “გახარიას კაბინეტში ერთგული მინისტრები არ სჭირდება”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე. – ბატონო სოსო, გასულ კვირას ინფორმაცია გავრცელდა ეკონომიკის მინისტრის თურნავას გადაყენებასთან დაკავშირებით, რასაც თურნავას პასუხი მოჰყვა, რომ მას ბიზნეს ჯგუფები ებრძვიან. ამ ყველაფერს პრემიერმა ჭორები უწოდა და თურნავა კაბინეტის ძლიერ მინისტრად დაასახელა. რა მოხდა? – ნათია თურნავას […]

გია ხუხაშვილი – “ირაკლი კობახიძე ანა დოლიძისგან ოქტომბრელის ნიშანს უნდა დაელოდოს”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო გია, ანა დოლიძე 2020 წლის არჩევნების შემდეგ ირაკლი კობახიძეს და პარლამენტში მის მეგობრებს ოქტომბრელის გულსაბნევის დაკიდებას პირდება. ოპოზიციურ ფლანგზე ვის რა შანსები აქვს? – პირველ რიგში, თუ ანა დოლიძეს მართლაც უნდა, რომ პოლიტიკური ოქტომბრელის ნიშანი დაკიდოს ირაკლი ბობახიძეს, […]

ლევან გოგიჩაიშვილი – ”მოკიდეთ პაატა სილაგაძეს ხელი და გააგდეთ დარბაზიდან!”

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევონ. გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის შეურაცხყოფაა, როდესაც კანდიდატი კონკრეტული დეპუტატის მიერ დასმულ შეკითხვებს არ პასუხობს, სხვა დეპუტატის კითხვებს კი პასუხობს. „მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით სხდომის წამყვანს, თქვენ თუ არ გეუხერხულებათ ასეთი დამოკიდებულება კანდიდატის, თქვენი კოლეგის მიმართ, […]

გიორგი ბაგრატიონი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი, გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა. “დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი – გიორგი ბაგრატიონი არის პრინციპული ადამიანი, პროფესიონალი და კარგი მენეჯერი. ვფიქრობ, ის კარგად გაართმევს თავს ამ […]

გახარია – ”პროკურორ სალომე ადეიშვილის სკანდალზე პროკურატურის რეაქციას დაველოდები”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას პროკურორ სალომე ადეიშვილის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით უპასუხა. მისი თქმით, ყველა ეს შემთხვევა გამოძიებული უნდა იყოს და უწყებამ ამის შესახებ განმარტება უნდა გააკეთოს. “ყველა ის შემთხვევა სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის უნდა იყოს გამოძიებული. დაველოდები პროკურატურის რეაგირებას ამ საკითხზე, თუ ეს სიმართლეა, ეს არის მიუღებელი, თუმცა პროკურატურა ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი უწყებაა და […]

თბილისის ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი გადადგა – ის შსს-ს დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბაგრატიონი თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს. კახა კალაძემ მუნიციპალური სამსახურის ყოფილ უფროსს მადლობა გადაუხადა. „თქვენ იცით, რომ შარშან განვახორციელოთ მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მთლიანად მოხდა სამსახურის რებრენდინგი, გაიზარდა მისი ფუნქციები, დავამატეთ თანამშრომლები. დღეს ჩვენ გვყავს ფუნქციური, […]