“ძალიან ჭყინტი ხართ” – ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატს

"ძალიან ჭყინტი ხართ" - ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატსპარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს მიმართა.

გოგიჩაიშვილის თქმით, ლევან მიქაბერიძე არ შეესაბამება მოსამართლეობის კანდიდატურას.

“ნებისმიერი კონიაკის მოყვარული გეტყვის, რომ 20 წლის დაძველებით კონიაკი უფრო კარგია, ვიდრე სამი წლით დაძველებით. არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ იმისთვის, რომ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. თქვენ ფაქტობრივად კანცელარიაში გაქვთ გატარებული დრო თანაშემწედ, სავარაუდოდ, კლანის წევრის რომელიმე თანაშემწე იყავით, და არ გაქვთ ცხოვრების გამოცდილება” – მიმართა გოგიჩაიშვილმა ლევან მიქაბერიძეს.