საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ კომისიამ დავით ნარმანია აირჩია.
სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს კონსტიტუციით არ იყო გათვალისწინებული. რის შემდეგაც კანონში ცვლილება განხორციელდა.
მანამდე, სემეკის თავმჯდომარის პოსტს ირინა მილორავა იკავებდა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა

