სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი შეიცვალა. აღნიშნულ თანამდებობაზე, რომელსაც ამ დრომდე ნიკოლოზ დიასამიძე იკავებდა, ავთანდილ გალდავა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. ნიკოლოზ დიასამიძე აღნიშნულ პოსტს, დაახლოებით, წელიწადნახევრის განმავლობაში იკავებდა. გალდავა კი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.
კატეგორია: პოლიტიკა
გურამ ჩალაგაშვილი – ”ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდანაც იბრძოლებს”
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა 20 ივნისის აქციის დარბევისას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან იმერლიშვილი 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუდგინდა და სასამართლომ აღნიშნული გარემოება გაითვალისწინა. სამაგიეროდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა აქციის მონაწილეთა მხრიდან ერთ-ერთი დაკავებული პირის ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არის თუ არა შერჩევითი სამართალის […]
დიმიტრი ბიძინაშვილი – “გახარიას გაპრემიერება ივანიშვილს ძვირად დაუჯდება”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი პასუხობს – დიმიტრი, 20 ივნისს დასრულდა თქვენი ორგანიზებული აქციები. კეთდება შეფასებები, რომ ამ შემთხვევაში გახარიამ გაიმარჯვა, რადგან მისი გადაყენება ვერ შეძელით. – ის ხალხი, ვინც თვლის, რომ რაღაცა პროცესებში გამარჯვებას მიაღწია და ვგულისხმობ “ქართულ ოცნებას”, არის თავშივე დამარცხებული, იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდებისგან სულ ახალ-ახალი […]
რომან გოცირიძე – “ევროპულმა საქართველომ” უაზრო და უადგილო კამათი წამოიწყო”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს. – ბატონო რომან, სერიოზული დაპირისპირებაა თქვენსა და “ევროპულ საქართველოს” შორის. რაზე ვერ თანხმდებით, რას ვერ იყოფთ? – სრულიად უაზროდ და უადგილოდ არის წამოწყებული კამათი იმის თაობაზე, თუ მომავალში ოპოზიციური კოალიცია როგორ სახეს მიიღებს. თითქოს იყო კონსენსუსი, არც ერთი პროდასავლური პარტია არ […]
ბოკერია – “სააკაშვილი ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს”
სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9- წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს, – ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს. „ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა, „ვარდების რევოლუციის“ როგორც მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე არის „ევროპული საქართველო“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა,”- აღნიშნავს გიგა ბოკერია. დეპუტატი ამბობს, რომ ამაზე […]
სააკაშვილი – “მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ბოკერია კი ქართული ტრადიციების მტერია”
მთავარი არხის გადაცემაში ნიკა გვარამიასა და ეკა კვესიტაძესთამ მიხეილ სააკაშვილმა მასსა და გიგა ბოკერიას შორის განსხვავებაზე ისაუბრა. “მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, გიგა ბოკერია კი ყველაფერს აკეთებს ქართული ეკლესიის და ტრადიციული ფასეულობების წინააღმდეგ” სააკაშვილის ამ ფრაზამ გვარამიას და კვესიტაძის სრული შოკი გამოიწვია, ამიტომაც სააკაშვილმა დააზუსტა. “ევროპელობა და ქრისტიანული ფასეულობები ერთმანეთთან თავსებადია. ევროპა ამ ფასეულობებით ცხოვრობს” – […]
“ალანიას გაყვანა სულში ჩაფურთხება იქნება უკანონოდ დასჯილი ადამიანებისთვის”
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი აღშფოთებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად სააკაშვილისდროინდელი, ნდობადაკარგული მოსამართლეების პარლამენტში წარდგენით. ამ თემაზე დავით ლილუაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს. – ბატონო დავით, რამ აღგაშფოთათ, რატომ ხართ გაოგნებული თამარ ალანიას განცხადებებით? – 2010 წელს ალანია სააპელაციო სასამართლოში განიხილავდა ე.წ. მუხროვანის საქმეს. თითქმის ყველა სასამართლო პროცესს ვესწრებოდი. კარგად მახსოვს მისი დამოკიდებულება […]
ვის ხვდება ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო „პარაგრაფში“
პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში სასტუმრო „პარაგრაფში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. ყოფილ პრემიერთან შეხვედრაზე სამეგრელოს გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერი გეგა შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამუნა ჯიქია დაახლოებით 30-მდე პირთან ერთად იმყოფებიან. „რეგიონალურ შეხვედრებს პარტიის თავმჯდომარე ატარებს და ყველა მუნიციპალიტეტის აქტივს შეხვდება, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლებთან […]
გიორგი კვირიკაშვილი – “გახარიას რომ ეთქვა, ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალსო, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი”
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი “ტვ პირველთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გიორგი გახარიას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. მისი თქმით, გახარიამ რადგან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება არ მიიღო მიიღო თავის პოლიტიკურ კარიერას საკუთარი ხელით დიდი ბზარი გაუჩინა. “ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკისთვის გაცილებით კარგად შეინახავდა თავს მას რომ მიეღო ეს გადაწყვეტილება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას […]
კვირიკაშვილი – ”პოლიტიკაში წასვლას გამოვრიცხავ”
მე გამოვრიცხავ პოლიტიკაში წასვლას თავიდან, ბევრი მიზეზის გამო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, უბრალოდ, მისი სურვილი არ არის, რომ პოლიტიკაში წავიდეს. „მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში არის უფრო ახალგაზრდა თაობის დრო, ჩვენი შვილების თაობის. მე ვგულისხმობ ადამიანებს, ვინც 30 წელს მიაღწიეს ან 30-ს გადაცდნენ, გარკვეული წარმატება […]










