გიორგი კვირიკაშვილი – “გახარიას რომ ეთქვა, ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალსო, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი”

გიორგი კვირიკაშვილი - "გახარიას რომ ეთქვა, ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალსო, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი”საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი “ტვ პირველთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გიორგი გახარიას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. მისი თქმით, გახარიამ რადგან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება არ მიიღო მიიღო თავის პოლიტიკურ კარიერას საკუთარი ხელით დიდი ბზარი გაუჩინა.

“ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკისთვის გაცილებით კარგად შეინახავდა თავს მას რომ მიეღო ეს გადაწყვეტილება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას არ უთქვამს თვალში ესროლე ხალხსო , რადგანაც მოხდა ასეთი ამბავი, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცნება. მას რომ ეთქვა, ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მგონია, რომ ეს იქნებოდა მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი და პოლიტიკისთვის ის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი. რადგანაც ეს გადაწყვეტილება არ მიიღო თავის პოლიტიკურ კარიერას საკუთარი ხელით დიდი ბზარი გაუჩინა” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 გურიის მოამბე