სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსად ავთანდილ გალდავა დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსად ავთანდილ გალდავა დაინიშნასამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი შეიცვალა. აღნიშნულ თანამდებობაზე, რომელსაც ამ დრომდე ნიკოლოზ დიასამიძე იკავებდა, ავთანდილ გალდავა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.

ნიკოლოზ დიასამიძე აღნიშნულ პოსტს, დაახლოებით, წელიწადნახევრის განმავლობაში იკავებდა. გალდავა კი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.