ნიკა მელია – “ივანიშვილს რუსეთის სპეცსამსახურებთან ვალდებულებები აქვს”

ნიკა მელია - "ივანიშვილს რუსეთის სპეცსამსახურებთან ვალდებულებები აქვს"“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის რუს ოლიგარქებთან კავშირებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის სუვერენული ვერასდროს იქნება. მელიას თქმით, ოლიგარქი ივანიშვილი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ იქნება თითმყოფადი მმართველი, რადგან რუსეთის სპეცსამსახურებთან არის ვალდებული.

– თუ რამე მიკვირს, შემდეგი რამ მაკვირვებს: თუკი ვინმეს ჯერ კიდევ გაუკვირდებოდა ბატონი ივანიშვილის ახლო ურთიერთობა, კი, ბატონო, არ დაარქვათ თანამშრომლობა, მაგრამ ძალიან ახლო ურთიერთობა რუს ოლიგარქებთან. იმიტომ, რომ ანატომიურად, დნმ-ის დონეზე, ეს ადამიანი არის ოლიგარქი და ბუნებრივია, მისი გარემოცვაც არის ოლიგარქიული წრიდან და სად არიან ეს ოლიგარქები? რუსეთში არიან.

მთავარი პარტნიორი ივანიშვილის არის არა მხოლოდ ევტუშენკო, არამედ ბევრი სხვა კიდევ. ბატონი არ და ვერ იქნება სუვერენული, ვერ იქნება თვითმყოფადი პოლიტიკოსი, ვერ იქნება თვითმყოფადი მმართველი სურვილის შემთხვევაშიც კი, იმიტომ, რომ იგი არის ვალდებული სხვა ქვეყნის სხვა სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში რუსეთის სპეცსამსახურებთან, – თქვა მელიამ.
ინტერნეტსივცეში ,,კიბერკამარას” სახელით გავრცელდა ბიძინა ივანიშვილისა და ერთ-ერთი რუსი ოლიგარქის სატელეფონო ჩანაწერი, მითითებულია თარიღიც, 2022 წლის 28 თებერვალი.

ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკო დაბადების დღეს ულოცავს ბიძინა ივანიშვილს და საქართველოში ჩამოსვლას ჰპირდება.

ტვ პირველი