„ბატონო გიორგი, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ, ან მე დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ, ამას ყველა ერთად ნახავს,“ – ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას პარლამენტში სხდომაზე მიმართა, სადაც ფრაქციის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ინაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობასთამ“ კოჰაბიტაცია ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეს […]
კატეგორია: პოლიტიკა
ცხინვალის პარლამენტმა დახმარებისთვის რუსეთის დუმას მიმართა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმას მიმართა თხოვნით, შეიმუშავონ ერთობლივი პოზიცია ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, რომლის თანახმადაც რუსული მხარე თავის თავზე აიღებს სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკის დაცვასა და უსაფრთოებას. როგორც მიმართვაში წერია, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო წარუმატებელია. „ეს გარემოებები […]
გახარია ოპოზიციას დაემუქრა – “მე თქვენ დაგასრულებთ!”
“მე თქვენ დაგასრულებთ… თქვენ ხართ ქუჩის ოპოზიცია 2020 ში თქვენ დარჩებით ქუჩაში”- ასე მიმართა პრემიერობის მინისტრობის კანდიდატმა და შს მოქმედმა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციას. მან დეპუტატ სალომე სამადაშვილს მიმართა “ხელი ჩაწიეთ თვალიდან და თვალი გაუსწორეთ რეალობას”. გახარია დარწმუნებულია, რომ 2020-ის არჩევნებში ოპოზიცია “დასრულდება”. „. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ […]
“არ მიმაჩნია სწორად, რომ მოვუსმინოთ სისხლის სამართლის დამნაშავეს”- ენმ-მ გახარიასთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად შეწყვიტა
„მე არ მიმაჩნია სწორად რომ მოვუსმინოთ სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან მოგვართავს.“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა და სხდომის ხელმძღვანელს რომან გოცირიძეს სხდომის შეწყვეტა მოსთხოვა. სამადაშვილის მოთხოვნას დაეთანხმა რომან გოცირიძე და ენმ-სა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა შეწყდა. მიზეზი გახდა ის რომ პარლამენტში გავრილოვის ღამეს დაშავებული მოქალაქეებია რ შეუშვეს.
გიგი უგულავა – ჯარი განსაცდელშია, ამ არსებამ დააწიოკა პატიოსანი ჯარისკაცები
ჯარი განსაცდელშია, მაინც რამხელა საქონელია უტიფრობა, ამ არსებამ დააწიოკა პატიოსანი ჯარისკაცები – ასე ეხმაურება, სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას უკმარისობის განცდა აქვს, რომ ბოლომდე ვერ დაიხარჯა ჯარისთვის. “მაინც რამხელა საქონელია უტიფრობა. ამ არსებამ შეთხზა კაბელების საქმე, დასდევდა გამოგონილ ფაღარათებს, ამისთვის ატერორა და აწიოკა […]
ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილს დაემუქრა – “თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლელთან დაგტოვებთ”
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან გაჟღერებულ მუქარას გამოეხმაურა – ღარიბაშვილმა „გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციას ბიბლიურ თავისუფლებას სექტა უწოდა და განაცხადა, რომ ის ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებას. „Irakli Garibashvili ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო 8 წელია გიყურებ და შენთვის […]
გომელაური რეფორმებს აანონსებს – კრიმინალური, საპატრულო, სასაზღვრო პოლიცია
პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შს მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. მისი თქმით, შსს-ში ე.წ. „სისტემური განახლების“ პროცესი მიმდინარეობს “ჩვენი მიზანია ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და, ამავდროულად, მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავი სტრუქტურის მიმართ ნდობის შემდგომი ამაღლება. როგორც თქვენთვის ცნობილია, ამ მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ე.წ. „სისტემური განახლების“ პროცესი, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და […]
ბიძინა ივანიშვილი კახა ოქრიაშვილს დაუპირისპირდა – რა ელოდება “ოცნების” პორტირებულ, მილიონერ დეპუტატს?!
“2020NEWS”-ის ინფორმაციით, შემდეგი დეპუტატი, რომელსაც უმრავლესობიდან გააძევებენ, “ოცნებაში” პორტირებული მილიონერი დეპუტატი, “პსპ”-ს მფლობელი კახაბერ ოქრიაშვილი იქნება. როგორც “2020NEWS”-თვის გახდა ცნობილი, ოქრიაშვილი ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა შუშის სასახლეში დაიბარა, იქ გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური დაახვედრა და “საქმე გაურჩია”. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომელიც თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობიდან” “ქართულ ოცნებაში” გადაპორტირდა, […]
სალომე ზურაბიშვილი მიდის
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში თავის საპრეზიდენტო ვადაზე ისაუბრა. “ევროპის კავშირი ჩვენს აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს. ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა, გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის საკითხიც. მინდა, რომ იქ შესვლის საშუალება გვქონდეს, რათა სრულად პარალიზებული აღარ ვიყოთ. პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა, ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში […]
ირაკლი ღარიბაშვილი „გირჩზე“ – ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას
„არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ „გირჩის“, ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარტია „გირჩის“ საქმიანობის შესახებ განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა საკუთარი პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, მისი უპირველესი საზრუნავი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება […]










