გიგი უგულავა – ჯარი განსაცდელშია, ამ არსებამ დააწიოკა პატიოსანი ჯარისკაცები

გიგი უგულავა - ჯარი განსაცდელშია, ამ არსებამ დააწიოკა პატიოსანი ჯარისკაცებიჯარი განსაცდელშია, მაინც რამხელა საქონელია უტიფრობა, ამ არსებამ დააწიოკა პატიოსანი ჯარისკაცები – ასე ეხმაურება,  სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას უკმარისობის განცდა აქვს, რომ ბოლომდე ვერ დაიხარჯა  ჯარისთვის.

“მაინც რამხელა საქონელია უტიფრობა. ამ არსებამ შეთხზა კაბელების საქმე, დასდევდა გამოგონილ ფაღარათებს, ამისთვის ატერორა და აწიოკა ბევრი პატიოსანი თავდაცვის მოხელე და ახლა გაიძახის ბოლომდე ვერ დავიხარჯეო. კატასტროფაა. ჯარს გვერდში დგომა სჭირდება, ჯარიგანსაცდელშია. – წერს უგულავა.

ცნობისთვის, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დღეს მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, სადაც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ, მისი განცხადებით, ის ძალიან მოტივირებულია, მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, ბოლომდე ემსახუროს საქართველოს ჯარს.