ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილს დაემუქრა – “თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლელთან დაგტოვებთ”

ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილს დაემუქრა - "თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლელთან დაგტოვებთ"„გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან გაჟღერებულ მუქარას გამოეხმაურა – ღარიბაშვილმა „გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციას ბიბლიურ თავისუფლებას სექტა უწოდა და განაცხადა, რომ ის ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებას.

„Irakli Garibashvili

ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო

8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი

ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი

ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა…თ ერთმანეთს

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო – ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლელთან“- წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ფეისბუკზე.

ნიუპოსტი

ირაკლი ღარიბაშვილი „გირჩზე“ – ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას