მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას ანა ნაცვლიშვილი უერთდება. ამის შესახებ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. ინფორმაციის თანახმად, ანა ნაცვლიშვილი ორგანიზაციის სპიკერი იქნება, თავად მოძრაობა კი უახლოეს დღეებში დაფუძნდება. „ეს იქნება ახალი თანამედროვე პლატფორმა, მიზნებზე და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული ძლიერი გუნდით, რომელიც მაღალი კლასის პროფესიონალებს გააერთიანებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ახალ გუნდს შემოუერთდა ანა ნაცვლიშვილი, რომელიც მოძრაობის სპიკერი იქნება. ანა […]
კატეგორია: პოლიტიკა
კალაძე, ღარიბაშვილი, გახარია – ვინ არის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილის კარზე?
კალაძე, ღარიბაშვილი, გახარია – ვინ არის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილის კარზე? – პარტია “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ “შუშის სასახლის” მბრძანებლის გუნდში ჯერჯერობით, ყველაზე გავლენიანი ფიგურა დედაქალაქის მერი, კახი კალაძეა. “თბილისზე გავლენა კალაძეს აქვს, რადგან თბილისის არჩეული მერია. მართალია, მინისტრთა კაბინეტში მას წარმომადგენელი არ ჰყავს და შესაბამისად ეცდებიან მის შევიწროვებას, მაგრამ საპარლამენტო სიაში […]
აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხაჯიმბამ კვიცინიას 1 პროცენტით მოუგო
აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 47.38% პროცენტი მოიპოვა, – ამის შესახებ სააგენტო TASS-ს ე.წ. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მეორე „კანდიდატმა“ ალხაზ კვიცინიამ ხმათა 46.19 პროცენტი მოიპოვა. აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების „მეორე ტური“ 8 სექტემბერს გაიმართა. ამომრჩეველთა აქტივობა 65.98 პროცენტი იყო.
გურამ ჩალაგაშვილი – ”ერთი შეკითხვა გიორგი გახარიას – ”გავრილოვის ღამის” ყველაზე დიდი დამნაშავე ირაკლი ოქრუაშვილია?”
”პირველი შეკითხვა ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. ”გავრილოვის ღამის” ყველაზე დიდი დამნაშავე ირაკლი ოქრუაშვილია? დღეს, როცა ოცნების პარტკომის სხდომაზე გაქებდნენ, გარეთ ”მებრძოლმა” კვიციანმა პოლიციელს ხელი კრა და მიაჩმორა, ჟურნალისტებს და აქციის მონაწილეებს დედა აგინა და იქვე ფიზიკური შეურაცხყოფაც არ დააყოვნა პანღურის სახით. თუ კადრებს ნახავთ, არ გეუცხოებათ ალბათ კვიციანის ესოდენ “თავშეკავებული” ქცევა ფორმიანი ადამიანების მიმართ, მაგრამ […]
ბეჟან გუნავა და პატრიოტთა ალიანსის 2 მხარდამჭერი დააკავეს
პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე სამი პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება უკვე დაწყებულია. „სამივე პირი, მათ შორის ბეჟან გუნავაც დაკავებულია 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის“, – აცხადებენ უწყებაში. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც სპორტის სასახლეში „პატრიოტთა ალიანსის“ შეკრების შემდეგ პარტიის მხარდამჭერები და ბეჟან […]
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა მინისტრთა კაბინეტმა და სამთავრობო პროგრამამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ცვლილებები განხორციელდა ძალოვან ბლოკშიც. პარლამენტმა ნდობა შემდეგი შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტს გამოუცხადა: პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია; თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი; შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი; […]
ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და წიხლი მოუქნია – პოლიციამ დეპუტატი მანქანით გაიყვანა – ვიდეო
პარლამენტის შენობასთან დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ადგილზე ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს. „მონა ხარ“ – მიმართეს აქციის მონაწილეებმა ემზარ კვიციანს. თავის მხრივ დეპუტატი სამართალდამცავებს არ მიყვება და აცხადებს, რომ „არსად წასვლას არ აპირებს“. აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები ამ წუთებში კვიციანის დაკავებას ითხოვენ და სკანდირებენ – „დააკავეთ კანონდამრღვევი დეპუტატი“. ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე აგინა […]
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს
ლევან გოგიჩაიშვილი – მთავრობის დამტკიცებას შეირაღებული ხალხის გარემოცვით პოლიციური რეჟიმი ჰქვია და არა დემოკრატია
ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ მართონ ქვეყანა, იმის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ, რომ რამოდენიმე აქტივისტის თუნდაც არასასიამოვნო პროტესტი მოისმინონ, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, „საპოლიციო რეჟიმი, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში პარლამენტში მოქმედებდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი“. „ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, […]
ელისო კილაძე – “პრეზიდენტის პრეს სპიკერმა თანამდებობა დატოვა, დარჩებით ბოლოს ნანა კაკაბაძის და ირაკლი ლატარიას ამარა!”
ელისო კილაძემ ფეისბუქში დაწერა: “პრეზიდენტის პრეს სპიკერმა თანამდებობა დატოვა. ნოდარ მელაძეს დაუჭირა მხარი ,სტატუსი დაწერა და მთელი საქოცეთი მის ჩაქოლვას ითხოვდა. დარჩებით ბოლოს ნანა კაკაბაძის და ირაკლი ლატარიას ამარა ! მითქვამს მე !” პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა თანამდებობა დღეს, 7 სექტემბერს, დატოვა. მიზეზი სალომე ზურაბიშვილთან რიგ საკითხებთან არსებული შეუთანხმებლობა გახდა. ხატია მოისწრაფიშვილი შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან […]










