კატეგორია: პოლიტიკა

“ჩუგოშვილის ბრძანებით შეჩერებულია საშვების დაშვებაო”- სამოქალაქო აქტივისტებს პარლამენტში არ უშვებენ

დღეს, როდესაც პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დაიწყო და მინისტრობის კანდიდატებს საკომიტეტო ფორმატში უსმენენ. პარლამენტში შესვლაზე შეფერხება შეექმნათ დეპუტატებსაც და იმ პირებსაც რომელზეც საშვი იყო დაშვებული. მიზეზად პარლამენტის საშვთა ბიურო ტექნიკურ ხარვეზს ასახელებდა, თუმცა როგორც შემდგომში სამოქალქო აქტივისტებმა განაცხადეს, გაირკვა რომ საშვების დაშვება ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ბრძანებით შეჩერდა. „გვეუბნებიან, რომ ჩუგოშვიშვილის ბრძანებით შეჩერებულია საშვების დაშვებაო, […]

პროტესტი “გავრილოვის ღამის” შემოქმედი მინისტრის გაპრემიერების წინააღმდეგ – პარლამენტთან აქცია იწყება

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ და პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ. მათი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც 20 ივნისს თავის ხალხს „გავრილოვის სისხლიანი ღამე“ მოუწყო, კი არ უნდა დააწინაურონ, არამედ პასუხისმგებლობა დააკისრონ. ოპოზიცია გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად წარდგენაში რუსულ კვალს ხედავს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გახარიას გაპრემიერებით ქვეყანაში რუსული გავლენები […]

ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დენიანი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე კელი დენიანის კანდიდატურა წარადგინა. კელი დენიანი ამჟამად აშშ-ის საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველია ევროპასა და აფრიკაში. მას დიპლომატიურ სამსახურებში 25-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. დენიანს წამყვანი დიპლომატიური პოსტები ეკავა იტალიაში, კოსოვოში, ავაღანეთსა და თურქეთში. შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩის პოსტი 2018 წლის მარტიდან ვაკანტური იყო. 2015 წლიდან 2018 წლამდე აშშ-ის ელჩის […]

სანდრა რულოვსი – “ივანიშვილს მალე მოიშორებენ, მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება ეს რუსეთია, ის არ ხუმრობს”

”ივანიშვილს მალე მოიშორებენ, მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება ეს რუსეთია, ის არ ხუმრობს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სანდრა რულოვსმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. „ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ რუსეთი ზის ჩვენი კაბინეტის თავზე და რაც რუსეთს უნდა, იმას გააკეთებს. ამბობენ, რომ ბიძინას არ შერჩება, მე ვიტყოდი, რომ ბიძინა უკვე ზედმეტია. რაც უნდოდა რუსეთს, ის […]

გია ხუხაშვილი – “გახარიამ რუსი დეპუტატის შეურაცხყოფისთვის დასაჯა საკუთარი ხალხი”

სერგეი გავრილოვის პოზიციას გიორგი გახარიას პრემიერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსი დეპუტატის განცხადება გასაკვირი არ არის. “რუსეთისთვის ეს არის მისაღები გადაწყვეტილება თუნდაც ე.წ გავრილოვის ღამიდან გამომდინარე. რუსეთმა ეს პროცესი დაინახა ისემ რომ გახარიამ რუსი დეპუტატის შეურაცხყოფისთვის დასაჯა ქართველი ხალხი. ეს იქცა სიმბოლოდ, რომელიც დაუკავშირდა გახარიას. გავრილოვს ეს რომ მოსწონებოდა […]

რა ქონებით მოვიდა და რა ქონებით წავიდა მამუკა ბახტაძე?

დღეს, “ქართულ ოცნების” რიგით მე-4 პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა. “2020NEWS” დაინტერესდა რა ქონებით მოვიდა და რა ქონებით წავიდა თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილის გადაყენებული რიგით მე-4 პრემიერ-მინისტრი. მამუკა ბახტაძემ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია თანამდებობის დატოვებამდე ერთი თვით ადრე, 30 ივლის შეავსო. მასში 2016 წელს შევსებულ დეკლარაციასთან შედარებით, ბევრი ცვლილებები […]

საპროტესტო აქციის მონაწილეს დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

 პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე სოლომონ ბაჯელიძე პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, დეპუტატმა აქციის მონაწილეებს შეაგინა, ერთ-ერთს კი საყვირიც დაუმტვრია.

“ივანიშვილმა ღია ომი გამოუცხადა სამოქალაქო საზოგადოებას”- პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია დაიგეგმა

პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დასახელებამ საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია, აქცია „სირცხვილია“ რომელიც ამ დრომდე ისევ საზაფხულო რეჟიმში მიმდინარეობდა დღეს ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. პარლამენტთან დღეს 19:00 საათზე აქცია იგეგმება. „პროტესტის 76-ე დღე! დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია, გადაყენების ნაცვლად, დააწინაურა. საკუთარი მოქალაქეების დამასახიჩრებელი, დამნაშავე მინისტრის დაწინაურება არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა ღია ომი […]

ვითარება პარლამენტთან უკიდურესად დაიძაბა 

ვითარება პარლამენტთან უკიდურესად დაიძაბა. პოლიცია აქცია “სირცხვილიას” აქტივისტებს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებზე შენობაში შესასვლელი საშვები დაუშვეს.

სუს-ის უფროსად სავარაუდოდ, გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, ბიძინა ივანიშვილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავს. როგორც “2020NEWS”-თვის გახდა ცნობილი, ვახტანგ გომელაურის შს მინისტრად გადანაცვლების შემდეგ, სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე დასანიშნად, პარლამენტს გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას წარუდგენენ. აღსანიშნავია, რომ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე 2 წელია იმყოფება. ბოლო საკადრო გადაადგილებების დროს, ლილუაშვილი სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. შეგახსენებთ, დღეს ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ […]