დღეს, როდესაც პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დაიწყო და მინისტრობის კანდიდატებს საკომიტეტო ფორმატში უსმენენ. პარლამენტში შესვლაზე შეფერხება შეექმნათ დეპუტატებსაც და იმ პირებსაც რომელზეც საშვი იყო დაშვებული. მიზეზად პარლამენტის საშვთა ბიურო ტექნიკურ ხარვეზს ასახელებდა, თუმცა როგორც შემდგომში სამოქალქო აქტივისტებმა განაცხადეს, გაირკვა რომ საშვების დაშვება ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ბრძანებით შეჩერდა.
„გვეუბნებიან, რომ ჩუგოშვიშვილის ბრძანებით შეჩერებულია საშვების დაშვებაო, მანამდე გვეუბნებოდნენ რომ სერვერმა გაჭედაო“- აცხადებს აქციის მონაწილე.
ნიუპოსტი

