გია ხუხაშვილი – “გახარიამ რუსი დეპუტატის შეურაცხყოფისთვის დასაჯა საკუთარი ხალხი”

გია ხუხაშვილი - ``გახარიამ რუსი დეპუტატის შეურაცხყოფისთვის დასაჯა საკუთარი ხალხი"სერგეი გავრილოვის პოზიციას გიორგი გახარიას პრემიერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსი დეპუტატის განცხადება გასაკვირი არ არის.

“რუსეთისთვის ეს არის მისაღები გადაწყვეტილება თუნდაც ე.წ გავრილოვის ღამიდან გამომდინარე. რუსეთმა ეს პროცესი დაინახა ისემ რომ გახარიამ რუსი დეპუტატის შეურაცხყოფისთვის დასაჯა ქართველი ხალხი. ეს იქცა სიმბოლოდ, რომელიც დაუკავშირდა გახარიას. გავრილოვს ეს რომ მოსწონებოდა არ არის გასაკვირი” – აცხადებს გია ხუხაშვილი.