პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დასახელებამ საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია, აქცია „სირცხვილია“ რომელიც ამ დრომდე ისევ საზაფხულო რეჟიმში მიმდინარეობდა დღეს ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. პარლამენტთან დღეს 19:00 საათზე აქცია იგეგმება.
„პროტესტის 76-ე დღე!
დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია, გადაყენების ნაცვლად, დააწინაურა.
საკუთარი მოქალაქეების დამასახიჩრებელი, დამნაშავე მინისტრის დაწინაურება არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა ღია ომი გამოუცხადა სამოქალაქო საზოგადოებას.
ხელისუფლებამ თავისივე ბოტების შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური ლეგიტიმაცია მაინც აქვთ.
გავრილოვის 19 პატიმარი უსამართლო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
გამოდი გარეთ, გამოხატე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე.
19:00-ზე, რუსთაველის გამზირზე – ქვეყნის სამსახურში!
#სირცხვილია #გამოდიგარეთ“- ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
ნიუპოსტი

