კატეგორია: პოლიტიკა

წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის ხელისუფლებაც განათავსებს

სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს. შესაბამისი განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა. „სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელი რჩება – ქართულმა მხარემ უნდა აიღოს თავისი პოსტი. ტექნიკური შეხვედრა დამთავრდა, საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. უშიშროების კომიტეტს დაევალა პოსტის დაყენება, რომ ხალხმა ამ სოფელში თავი დაცულად იგრძნოს“, – […]

ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

სოფელ ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. უსაფრთხოებისა საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის თქმით, ქართული მხარე მოწოდებულია იმისთვის, რომ თანამშრომლობა კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს. „ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში ჩამოსულები არიან ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიჰალკა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელი ერიკ ჰოგი… მოვლენებს არ გავასწროთ, ჩვენ […]

ოსებმა წნელისთან სამხედრო ქვედანაყოფი განათავსეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ძალოვანებმა სოფელ წნელისთან, რომელსაც დეფაქტო რეჟიმი უისთას უწოდებს, სამხედრო ქვედანაყოფი განათავსეს. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინა ბიაზროვამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ადგილზე გადაყვანილია „უშიშროების კომიტეტის“, ომონისა და სხვა „ძალოვანი უწყებების“ ქვედანაყოფები. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება ქართველი ძალოვანების მიერ სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკპოსტის განთავსებას, „რათა დაცული იყოს […]

ერგნეთის შეხვედრა ჩაიშალა

სამწუხაროდ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები არ იქნა გაზიარებული და მათ მორიგ ჯერზე ჩაშალეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა. ამის შესახებ რიგით 95-ე შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა. როგორც ანთაძემ განმარტა, შეხვედრაზე საუბარი უნდა ყოფილიყო სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა აღნიშნული საკითხის განხილვისას, ცხინვალის […]

სალომე ზურაბიშვილი – “რუსეთი ჩვენს ნერვებზე თამაშობს”

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული ბიზნესკომპანიების გაერთიანების, “მედეფის” მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს საქართველოს დამორჩილებას, თამაშობს ნერვებზე და ცდილობს მოაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც საქართველოს დააკარგვინებს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. „ჩვენი ევროპაში დაბრუნების სურვილი ვერაფერმა შეცვალა. რუსეთის ეკონომიკური სანქციები მიზნად ისახავდა […]

რატომ ითვლებოდა ბიძინა ივანიშვილი 2012 წლამდე რუს მილიარდერად?

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2012 წლამდე რუს ბიზნესმენად იწოდებოდა. 2012 წლის თებერვლის დასაწყისში, გავლენიანმა რუსულმა გამოცემა “ფინანსმა” რუსეთის მოქმედ მილიარდერთა და მულტიმილიონერთა 2011 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. 500-კაციან რეიტინგში ჯგუფ “უნიკორის” მფლობელი ივანიშვილი რეიტინგში 27-ე ადგილს იკავებდა და მისი ქონება 5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ ბიძინა […]

ხაშურში, სოფელ ჩორჩანასთან, ოკუპანტების სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. ამის შესახებ „ინტერპრენიუსს“ სუს-ში დაუდასტურეს. მათი თქმით, აღნიშნული მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. „ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ […]

გურამ ჩალაგაშვილი – „ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავი 2-თვის ისევ იბრძოლებს”

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის უფროსი და მეგობარი კობა კოშაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში დატოვეს. პარტიაში ამბობენ, რომ მათ მტკიცებულებები წარადგინეს, თუმცა მოსამართლემ დაკვეთა შეასრულა და მტკიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია. გასაჩივრების გარდა რა პოლიტიკურ ბერკეტს დაუპირისპირებენ ამ გადაწყვეტილებას? რას ფიქრობს მედიის თვალსაზრისით მიმდინარე პროცესებზე? რუსთავი 2-ის დასაბრუნებლად გააგრძელებენ თუ არა ბრძოლას? […]

სანდრო ბრეგაძე – “გახარიას მოშორება “ოცნების” წევრებსაც უნდათ”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი შანდრო ბრეგაძე პასუხობს – ბატონო სანდრო, თქვენი ინფორმაციით, ქვეყანას უმძიმესი შემოდგომა ელის, მსგავსი რამ ქვეყანას 1991 წლის მერე არ ახსოვსო. რას გულისხმობთ ამ განცხადებაში და რატომ გვექნება მძიმე შემოდგომა? – ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრი არაპროფესიონალია, განსაკუთრებით კი მმართველ გუნდში. ასევე არ გვყავს პროფესიონალი ანალიტიკოსები. […]

ანატოლი ბიბილოვი – ვერავინ დაარღვევს ჩვენს საზღვარს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ე.წ. ძალოვან უწყებებს დაავალა, დე ფაქტო რესპუბლიკის „საზღვრები“ გააძლიერონ. „სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიზნით, ჩვენი პოსტები საჭირო რაოდენობით განთავსდება იქ, სადაც ამის აუცილებლობა იქნება. ვერავინ დაარღვევს ჩვენ საზღვარს“, – განაცხადა ბიბილოვმა და „რესპუბლიკის“ მცხოვრებლებს დაპირდა, რომ უსაფრთხოდ იქნებიან. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, „ბიბილოვი საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა, სადაც ქართველმა სამართალდამცველებმა ბლოკ-პოსტი განათავსეს“. […]