კატეგორია: პოლიტიკა

მალხაზ მაჩალიკაშვილი – “ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს დიდი ფული უპოვეს”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ზელიმხან ხანგოშვილის გერმანიაში მკვლელობის შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს მალხაზ მაჩალიკაშვილი პასუხობს. – ბატონო მალხაზ, ზელიმხან ხანგოშვილის საქართველოდან წასვლაში თქვენ ხელისულებას დასდეთ ბრალი. რაში ადანაშაულებთ საქართველოს ხელისუფლებას? ან მის მკვლელობასთან დაკავშირებით რა ინფორმაციებს ფლობთ? – ზელიმხან ხანგოშვილის გარდაცვალებას რაც შეეხება, მე ამ ამბის გაგების პირველივე დღიდან წამოსული ვარ თბილისიდან, მის ოჯახში ვარ […]

ნაცვლიშვილი ხაზარაძეს – “ტოლი ნახე, კოჭი გააგორე”

“ტოლი ნახე, კოჭი გააგორე“ – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველი ლაშა ნაცვლიშვილი მამუკა  ხაზარაძის განცხადებას,რომელმაც დღეს ბიძინა ივანიშვილი ტელედებატებში გამოიწვია. შეგახსენებთ,  “თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.  მათი თქმით მათ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება  რათა ანაკლიის პორტის მშენებლობა შეაჩერდეს. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე იგი მზადაა […]

“ჩვენს გუნდში ცნობილი პოლიტიკოსები ვერ მოიაზრებიან”- ვისთან თანამშრომლობას აპირებს მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის თქმით, მისი ახალი მოძრაობის დაფუძნების თარიღი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, ამის შესახებ ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინზე განაცხადა. ხაზარაძის თქმით, ახალ გუნდში ცნობილი პოლიტიკოსები ვერ მოიაზრებიან, თუმცა ის ელოდება ყველა პროფესიონალ ადამიანს, რომელსაც ქვეყნის აღმშენებლობაში აქვს მონაწილეობა მიღებული: „ყველასთან ვსაუბრობთ, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც დიალოგი მიგვაჩნია ძალიან ნორმალურ და კორექტულ გზად, მითუმეტეს პოლიტიკაში, ჩვენ […]

შალვა ნათელაშვილი – ივანიშვილისგან მივიღეთ ერის არნახული გადაგდება

ივანიშვილი შეეწირება იმ იდეალების ღალატს, რა დაპირებებითაც გამოგვეცხადა 2011-2012 წლებში – ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ფეისბუქ ჩართვის დროს განაცხადა. “ივანიშვილი შეეწირება იმ იდეალების ღალატს, რა დაპირებებითაც გამოგვეცხადა 2011-2012 წლებში. პრაქტიკულად, მივიღეთ კაცობრიობის ისტორიაში არნახული გადაგდება მთელი ერის, მთელი საზოგადოების. 20 ივნისს, ის ხალხი ვინც შიშველი ხელებით თავს ურტყამდა პარლამენტის სვეტებს,  არიან […]

ვახტანგ მაისაია – “ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში კადიროვის ხელწერა იკვეთება”

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა ლაფანყურის მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში მოკლეს. გერმანელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსულენოვანი პირი დააკავა. რა შეიძლება გამხდარიყო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მიზეზი? ამ თემაზე “ახალ თაობასთან” ვახტანგ მაისაია საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, გერმანიაში ლაფანყურის მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ლაფანყურის ოპერაციის გარემოებები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული. რა შეიძლება […]

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხაჯიმბა და კვიწინია გავიდნენ

წინასწარი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბა და ალხაზ კვიწინია გავიდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა 56% მივიდა, რაც ნიშნავს, რომ „არჩევნები“ ჩატარებულად მიიჩნევა. კანდიდატების მიერ მიღებული ხმების გამოქვეყნება 12 საათისთვის არის დაგეგმილი. „საპრეზიდენტო კანდიდატების“ შტაბების მიერ დათვლილი ხმების საფუძველზე ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ მეორე ტურში […]

მირიან მირიანაშვილი – “ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილს რუსთავი 2-ს ახლა სიამოვნებით მისცემდა”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა საქართველოს ტელესივრცეში მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს. – ოპონენტები ხელისუფლებას სატელევიზიო მედიის მონოპოლიზების მცდელობაში ადანაშაულებენ. თქვენი აზრით, რა ხდება ამ სფეროში? – სატელევიზიო მედია დამოუკიდებელი არც აქამდე ყოფილა. ერთი ძალის მხრიდან მონოპოლიზება კი არ გამოვა, რაც არ უნდა უნდოდეს ეს ვინმეს. მომავალი წლის […]

მამუკა გამყრელიძე – “გვარამიას ულტიმატუმმა რუსთავი 2 დაანგრია”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს მამუკა გამყრელიძე: – როდესაც ხდება ავტოკრატიული რეჟიმის გამყარება და გაძლიერება, ერთადერთი სცენარი არის მაქსიმალურად მოჭერა ქანჩების. თუ ბიზნესს ესხმიან თავს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ შეეცდებიან, დაფინანსების სხვადასხვა წყაროები შეუზღუდონ ოპოზიციურ ძალებს, მათ შორის ოპოზიციურ ტელევიზიებს. – ხაზარაძე-ჯაფარიძის შემდეგ ავთანდილ […]

სოსო ცინცაძე – “ივანიშვილს მისი გუნდი სამარეს უთხრის”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. სოსო ცინცაძე: – შევარცხვინე ის ხელისუფლება, რომელიც შეიძლება ერთმა ტელევიზიამ, თან სუბიექტურმა ტელევიზიამ, ჩამოაგდოს. ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებს ის, რაც დღეს რუსთავი 2-ის ირგვლივ ხდება. მეტიც, ჭკვიანი ხელისუფლება ზუსტად ისეთივეს დატოვებდა და იტყოდა, რომ ის ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერია. თან ორთქლის გამოსაშვები არხიც […]

პაროდისტი გოგა აფციაური ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის

გიორგი აფციაური, ახალგაზრდა მეცნიერი, რომელიც წარსულში საზოგადოებამ პაროდიებით და მსახიობობით გაიცნო პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. მან პირველი ოფიციალური პოლიტიკური განცხადება ორიგინალურად გააკეთა და უახლოეს მომავალში პოლიტიკაში ახალგაზრდა მეცნიერების შემოსვლა გვამცნო. ვიდეორგოლის მთავარი მესიჯი შემდეგნაირად გამოიყურება: “ახალი ჟღერადობის ნოტები ახალგაზრდა მეცნიერები არიან, რომლებიც მიმოფანტულია, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ და როცა ეს ნოტები ერთ იუპიტრზე განლაგდება […]