სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს. შესაბამისი განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა.
„სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელი რჩება – ქართულმა მხარემ უნდა აიღოს თავისი პოსტი.
ტექნიკური შეხვედრა დამთავრდა, საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. უშიშროების კომიტეტს დაევალა პოსტის დაყენება, რომ ხალხმა ამ სოფელში თავი დაცულად იგრძნოს“, – განაცხადა ბიბილოვმა, რომელიც მოლაპარაკებების ადგილზე თავადაც მივიდა და სოფელ წნელის მოსახლეობას შეხვდა.

