აფხაზეთის მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები დაიწყო. ერთ-ერთი მინისტრის სავარძელი კი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა – დავით ფაცაციამ ჩაიბარა. რეორგანიზაციის შედეგად, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი გაერთიანდა; დაიწყო აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის პროცესი, რომლის ფუნქციები აფხაზეთის მთავრობის შესაბამის დაწესებულებებს გადაეცა. რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს აფხაზეთის […]
კატეგორია: პოლიტიკა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბანკებში ყველა ანგარიში დაუყადაღეს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქართველოს კომერციულ ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა. ინფორმაციას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებენ. “ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქართველოს კომერციულ ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა. ამასთან, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ორგანიზაციის სასარგებლოდ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის ღონისძიება კი ვალდებულების უზრუნველყოფამდე გაგრძელდება. […]
გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას პარტია დატოვა
გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას პარტია დატოვა. გავრცელებულ ინფორმაციას, პარტიის თავმჯდომარე ამ ეტაპზე არ ადასტურებს. გუნდში შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა ბესელიამ უპასუხოდ დატოვა. თავად ფოფხაძე კი “კურიერის” სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს. შეგახსენებთ, რომ პარტია “სამართლიანობისთვის” ყრილობა 20 ივნისს გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ – ეკა ბესელია, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად […]
ეკა მიშველაძე – „მედიაზე ზეწოლის ნაციონალების პრაქტიკას ”ოცნებაც” წარმატებით აგრძელებს“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა 13 აგვისტოს ტვ პირველის მიმართ კიბერშეტევა განხორციელდა. არხი რამდენიმე საათი გათიშული იყო. მოგვიანებით ტელეკომპანიამ მუშაობა განაახლა, თუმცა არქივის გარეშე. შესაბამისმა სამსახურებმა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა მოიტანს თუ არა ეს შედეგს, ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს იყო ცალკეული შემთხვევა თუ ეს უნდა განვიხილოთ მედიის წინააღმდეგ წარმოებულ ომში? – ეს […]
დავით ჭიჭინაძე – “ქართული ოცნება” და ნაციონალები ერთმანეთს დაასრულებენ”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო დავით, ნაციონალური მოძრაობა კოალიციით აპირებს ხელისუფლებაში დაბრუნებას, “ქართული ოცნება” კი მესამედ შეეცდება ხელისუფლებაში დარჩენას, თუმცა, პრემიერი ბახტაძე არ გამორიცხავს ევროპულ ძალებთან კოალიციას. თქვენი პროგნოზი როგორია? – ახალი არაფერია, დიდი ხანია, ერთმანეთს ეფერებიან, ამ […]
პრემიერი – მაია ცქიტიშვილი, შს მინისტრი – ალექსანდრე ტაბატაძე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო – გიორგი გახარია
საქართველოს მთავრობაში უახლოეს პერიოდში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. Front News International-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვიცე-პრემიერის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა განიხილება, შს მინისტრად კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე. რაც შეეხება გიორგი გახარიას, შს მოქმედი მინისტრი მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამდებობას დაიკავებს, სადაც ის მიმდინარე წლის 30 აპრილს დაინიშნა. Front News International-ს ინფორმაციით, […]
ახალიბნიდან გატაცებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშია
საოკუპაციო ძალების მიერ 17 აგვისტოს დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, 17 აგვისტოს, 19:00 საათზე ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე. საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახა ქემოკლიძის ინფორმაციით, არსებული ინფორმაცია მყისიერ რეჟიმში იქნა მიწოდებული ევროკავშირის […]
გიგა ბუკია – “20 ივნისის ღამეს ხალხის დაშლა არ იგეგმებოდა”
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადზე მეტი ხანია დარჩენილი, თუმცა პოლიტიკურ წრეებში უკვე განიხილება მომავალი საპარლამენტო უმრავლესობისა და შესაძლო კოალიციური მთავრობის კონტურები. ამ საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა დღევანდელი პარლამენტის უმრავლესობის “კონსერვატორების” ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკიას. გიგა ბუკია: – მომავალი არჩევნები მაჟორიტარების გარეშე გაიმართება. პროპორციული სისტემის დროს უფრო იზრდება მოსახლეობის დამოკიდებულების მნიშვნელობა ამა […]
”ბიჭები წმინდა გიორგის ეკლესიაში შუადღეს წავიდნენ და შემდეგ აღარავის უნახავს” – ახალუბანში საქართველოს 7 მოქალაქე გაუჩინარდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის მცხოვრები 7 ადამიანი, სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ამის შესახებ ქართლი.გე-ს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ტარიელ ვათიაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, მათ შორის 18 წლის ბიჭია, ხოლო დანარჩენები 33-38 წლისები არიან. ,,7-ვე მათგანთან სატელეფონო კონტაქტი გაწყვეტილია. თუ ჩამოართვეს ტელეფონი, ბუნებრივია, ვეღარ დავუკავშირდებით” – აცხადებს ვათიაშვილი. მისი განმარტებით, ეკლესიის ტერიტორიაზე ტელეფონს მიღება აქვს და ამიტომაც […]









