ახალიბნიდან გატაცებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშია

ახალიბნიდან გატაცებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშიასაოკუპაციო ძალების მიერ 17 აგვისტოს დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, 17 აგვისტოს, 19:00 საათზე ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე. საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახა ქემოკლიძის ინფორმაციით, არსებული ინფორმაცია მყისიერ რეჟიმში იქნა მიწოდებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. გააქტიურდა ცხელი ხაზი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიცემულია ყველა რელევანტური სტრუქტურისთვის.