კატეგორია: პოლიტიკა

კორნელი კაკაჩია: “ოქრუაშვილის გარეთ ყოფნა “ოცნებას” არ აწყობს”

“ხელისუფლება კვირიკაშვილს სიგნალს უგზავნის, რომ პოლიტიკაში არ ჩაერიოს” გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი მინისტრების – დიმიტრი ქუმსიშვილის, ზურაბ ალავიძისა და დავით შავლიაშვილის წინააღმდეგ საქმეები განაახლა. სამივე ეს მინისტრი ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრად ითვლებოდა, ხოლო თავად კვირიკაშვილი პოლიტიკაში ახლახან ჩართული ბიზნესმენის მამუკა ხაზარაძის მეგობარია. შესაბამისად, გამოძიების განახლება პოლიტიკური ანგარიშსწორების თაობაზე აჩენს კითხვებს. ჩნდება თუ არა პოლიტიკური […]

სააკაშვილი – ”ვოლსკი დიდი ხნის კაგებეს აგენტია”

ვოლსკი და მისნაირი ადამიანები ანწუხელიძის სამშობლოში ხმას როგორ უნდა იღებდნენ – მიხეილ სააკაშვილი მმართველი გუნდის ლიდერის ბრალდებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვოლსკიც და საქართველოს ხელისუფლების სხვა წევრებიც პირდაპირ ახმოვანებენ  კრემლისა და პუტინის გზავნილებს. “ვოლსკი არის ძალიან დიდი ხნის აგენტი რუსეთი КГБ-ს. ეს ჩვენთვის კარგად იყო ცნობილი, ის არის პირდაპირი აგენტი რუსული […]

გია ვოლსკი აგვისტოს ომზე – ”სააკაშვილის რეჟიმმა წაგებისათვის გასწირა ჩვენი ქვეყანა და მეომრები”

რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლის თავზე, “ქართული ოცნების” ლიდერები კვლავ ამტკიცებენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამჯერად განცხადებას, მმართველი გუნდის ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აკეთებს. ის აგვისტოს ომის 11 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გია ვოლსკის 9 პუნქტიანი, საბრალდებო დასკვნა – ასე შეიძლება ეწოდოს, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მიმართვას, სადაც ის ომის დაწყებაშიც და მის შედეგებშიც […]

“გმირების ხარჯზე არა საქართველომ ამოისუნთქა, არამედ ამოისუნთქა სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა” – დავით მათიკაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება. დეპუტატი მისი კოლეგების მსგავსად, წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მაშინდელმა “ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ დამარცხება მოენათლა გამარჯვებად”. “11 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საერთაშორისო სამართლის აბსოლუტურად ყველა ნორმა, შემოიჭრა საქართველოში, მოახდინა სამხედრო ინტერვენცია, რასაც შედეგად მოჰყვა ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია და […]

გრიგოლ ვაშაძე – ქიბარ ხალვაში ისეთივე ბიზნესმენია, როგორც არჩილ თალაკვაძეა აკვალანგისტი

მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერებისა და თავისუფალი მედიისგან ველის მოსუფთავებას იწყებს, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ გამოძიება „ტვ პირველის“ ხმის ჩასახშობად მიზეზს იპოვის. „რამდენი ხანი გავიდა 20 ივნისის მოვლენებიდან და იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ თავისი შეცდომები გააანალიზოს, […]

შაშკინი – “ბევრმა არ იცის, რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი 2008 წელს”

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებულ რამდენიმე დეტალზე წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი და იმ დროისათვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე ამახვილებს ყურადღებას. ,,არასოდეს არ ვიფიქრებდი, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში იქნება ხალხი, რომელიც საჯაროდ ეცდება რუსეთის გამართლებას ამ ომისთვის. მაგრამ, მართალს ამბობენ : არასოდეს არ თქვა არასოდეს. ჭკვიანური სახეებით ეს ნაძირლები […]

ქართულ პოლიტიკაში ახალი მილიარდერი შემოდის – “დავით იაკობაშვილი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან განდევნის”

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა “ახალი თაობა” ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი ქართულ პოლიტიკაში აპირებდა შემოსვლას. მისი ისტორია რაღაცით დაემსგავსა ბიძინა ივანიშვილის ამბავს. რამდენიმე თვის წინ ქართული წარმოშობის მილიარდერს რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაეძაბა და ის თითქმის ორი თვეა, რუსეთში არ გამოჩენილა. ივანიშვილის მსგავსად, პუტინთან ურთირთობის გაფუჭების შემდეგ იაკობაშვილმაც […]

“მედიას დღესაც ევალება გადაამოწმოს, კლიპი თავსებადია თუ არა კანონთან, იქნებ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება უნდა?”- კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს კითხვა მედიის შესღუდვასთან დაკავშირებით დაუსვეს. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ახალი ცვლილებებით გამოხატვის თავისულებას არც მედიის და არც პოლიტიკური პარტიების ნაწილში საფრთხე არ ემუქრება. „ვერ შევზღუდავთ საარჩევნო პროცესებში თუნდაც ხისტ გამონათქვამებს, თუნდაც, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. წარმოუდგენელია, ამის შეზღუდვა. ერთადერთი რაც შეიძლება შეიზღუდოს, სიძულვილის […]

“ხელისუფლება ყოველთვის საარჩევნო ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა, ამიტომ სურს ივანიშვილს ამის აკრძალვა” – თინა ბოკუჩავა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ხელისუფლება ყოველთვის საარჩევნო ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა, ამიტომ სურს ივანიშვილს ამის აკრძალვა. “ხელისუფლება ყოველთვის სწორედ საარჩევნო ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა და ამის აკრძალვა ბიძინა ივანიშვილს სწორედ ამიტომ სურს. ფაქტობრივად, დღეს აქ სრული პოლიტიკური სპექტრია წარმოდგენილი და მაქსიმალურად ვეცდებით, ხელისუფლება დავაჯეროთ, რომ […]

ხაშურში მუშები გაიფიცნენ

ხაშურის მუნიციპალიტეტში მუშები გაიფიცნენ. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, საუბარია ქვიშხეთში, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებზე. 60 დასაქმებულის პროტესტი უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. ისინი ითხოვენ, რომ რკინიგზის დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა“ დღიური ხელფასი თითოეულ მუშას 10 ლარით გაუზარდოს და საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები დაიცვას. კერძოდ, მუშები უსაფრთხოების წესების […]