გრიგოლ ვაშაძე – ქიბარ ხალვაში ისეთივე ბიზნესმენია, როგორც არჩილ თალაკვაძეა აკვალანგისტი

გრიგოლ ვაშაძე - ქიბარ ხალვაში ისეთივე ბიზნესმენია, როგორც არჩილ თალაკვაძეა აკვალანგისტიმომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერებისა და თავისუფალი მედიისგან ველის მოსუფთავებას იწყებს, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ვაშაძე დარწმუნებულია, რომ გამოძიება „ტვ პირველის“ ხმის ჩასახშობად მიზეზს იპოვის.

„რამდენი ხანი გავიდა 20 ივნისის მოვლენებიდან და იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ თავისი შეცდომები გააანალიზოს, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ველის მოსუფთავებას იწყებს ოპოზიციის ლიდერებისა და თავისუფალი მედიისგან. ჯერ იყო „რუსთავი 2“, რომელიც ხელში ჩაიგდო რეიდერმა ქიბარ ხალვაშმა. ის ისეთივე ბიზნესმენია, როგორც არჩილ თალაკვაძეა აკვალანგისტი. ახლა მიადგნენ „ტვ პირველს“. აუცილებლად ამოქექავენ რაღაცას იმისათვის, რომ კიდევ ერთი თავისუფალი ხმა ჩაახშონ საქართველოში,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.