ხაშურის მუნიციპალიტეტში მუშები გაიფიცნენ. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, საუბარია ქვიშხეთში, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებზე. 60 დასაქმებულის პროტესტი უკვე მეოთხე დღეა გრძელდება.
ისინი ითხოვენ, რომ რკინიგზის დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა“ დღიური ხელფასი თითოეულ მუშას 10 ლარით გაუზარდოს და საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები დაიცვას. კერძოდ, მუშები უსაფრთხოების წესების დაცვის პრობლემაზეც საუბრობენ.
გაფიცულები ამბობენ, რომ თუ ჩინური კომპანია მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი გვირაბს გადაკეტავენ და სამუშაოების გაგრძელების საუშუალებას არ მისცემენ იმ მუშებს, რომლებიც კომპანიას ჩინეთიდან ჰყავს ჩამოყვანილი.
ამ წუთებში, საქართველოს პროპკავშირების წარმომადგენლები მუშების მოთხოვნებს დამსაქმებელი კომპანიის მენეჯმენტს აცნობენ. ქვიშხეთში ელოდებიან საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმოამდგენელსაც.
შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

