“ხელისუფლება ყოველთვის საარჩევნო ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა, ამიტომ სურს ივანიშვილს ამის აკრძალვა” – თინა ბოკუჩავა

"ხელისუფლება ყოველთვის საარჩევნო ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა, ამიტომ სურს ივანიშვილს ამის აკრძალვა" - თინა ბოკუჩავა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ხელისუფლება ყოველთვის საარჩევნო ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა, ამიტომ სურს ივანიშვილს ამის აკრძალვა.

“ხელისუფლება ყოველთვის სწორედ საარჩევნო ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა და ამის აკრძალვა ბიძინა ივანიშვილს სწორედ ამიტომ სურს. ფაქტობრივად, დღეს აქ სრული პოლიტიკური სპექტრია წარმოდგენილი და მაქსიმალურად ვეცდებით, ხელისუფლება დავაჯეროთ, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ რეკომენდაციების მიღება და კანონად ქცევა, რომელსაც ჩვენ დღეს შევთავაზებთ ამ ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში. ეს არის პირდაპირი ცენზურა, ჩარევა ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში, რადგან თავად მან გადაწყვიტოს პოზიტიური თუ ნეგატიური რეკლამა. ხელისუფლებამ ნებისმიერი რამ შეიძლება, მიუღებლად ჩათვალოს, საკუთარი კონტროლის ქვეშ, მარეგულირებელის გამოყენებით მოახდინოს ამა თუ იმ რეკლამის დაბლოკვა წინასაარჩევნოდ და ამის მიზანია ოპოზიციური პარტიის შეზღუდვა. ეს არ არის ერთადერთი საკითხი, ასევე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, რომელსაც ივანიშვილი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ იყენებს” – აღნიშნა ბოკუჩავამ