კატეგორია: პოლიტიკა

გახარია მოხსნეს ბათუმის კონფერენციის დღის წესრიგიდან

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმის კონფერენციის დღის წესრიგიდან მოხსნეს. პროგრამაში ეწერა, რომ გიორგი გახარია დღეს სიტყვით უნდა გამოსულიყო და დისკუსიის რეჟიმში კონფერენციის ქართველი და უცხოელი სტუმრების კითხვებზე ეპასუხა. გიორგი გახარიას შავი ზღვის უსაფრთხოებაზე უნდა ესაუბრა. თუმცა, მოულოდნელად, პროგრამაში ცვლილება შევიდა და გახარია კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჩაანაცვლა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შს მინისტრი ლევან იზორიათი ჩანაცვლების […]

მიხეილ კალანდიას ოჯახი შს მინისტრის მოადგილისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს

მიხეილ კალანდიას ოჯახი შს მინისტრის მოადგილისგან ნათია მეზვრიშვილისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს. ბრალებულის ძმის ლუკა კალანდიას თქმით, მეზვრიშვილმა “ცრუ განცხადება” გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ მისი ძმა დაკავებისას ქალაქიდან გარბოდა. „მე მინდა მივმართო ქალბატონ ნათია მეზვრიშვილს, მე მინდა მან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში იმ ცრუ განცხადებისთვის, რაც მან გააკეთა. მოადგილის რანგის მქონე ქალბატონი არ უნდა აკეთებდეს ასეთ არაკომპეტენტურ […]

 ბათუმში აქციის მონაწილეებმა პუტინის ბანერს ფეხით გადაუარეს

ბათუმში აქციის მონაწილეებმა ვლადიმერ პუტინის ბანერს ფეხით გადაუარეს. ანტისაოკუპაციო აქცია საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად გაიმართა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან.

ტუსკი – “საბჭოთა კავშირის დანგრევა კარგი იყო ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვისაც”

“ვაჟა ფშაველა: ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა, ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია, ისევე როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია. დამოუკიდებელ და თავისუფალ საქრათველოს გაუმარჯოს,” – ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ამ სიტყვებით ქართულ ენაზე ბათუმში კონფერენციის მონაწილეებს მიმართა. მანამდე კი სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა რუსეთზე, საბჭოთა კავშირის დაშლასა და იმ პოზიტიურ პროცესებზე, რაც […]

“კოალიციური მთავრობა არაფორმალურ მმართველობას დაასრულებს”

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბრობს. – ბატონო ავთანდილ, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის ცვლილება საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს. თუ პოლიტიკური ნება არ იქნება შეიძლება კანონპროექტი ჩავარდეს? – თუ ხელისუფლების მკვეთრი პოლიტიკური ნება არ არის საარჩევნო სისტემის შეცვლა, მაშინ ეს კანონპროექტი განწირულია. კონსტიტუციის გადასინჯვის ორი გზა არსებობს: ერთი, ორი მესამედის უმრავლესობით და მეორე […]

გახარიას სკანდალური აღიარება – რატომ გამოიყენა შსს-მ 20 ივნისის ღამეს რაკეტისებრი ტყვიები გამიზნულად

20-21 ივნისის სისხლიანი ღამე და გახარიას სკანდალური აღიარება – შს მინისტრი ექსპერტებს დახურულ შეხვედრაზე შეხვდა, სადაც თქვა, რომ ე.წ. რაკეტისებრი ტყვიები გამიზნულად გამოიყენეს, რადგან სამართალდამცველების არსენალში უკვე არსებულ და კარგად აპრობირებულ რეზინის ტყვიებს საკმარისი შედეგი არ ექნებოდა. „აქ იმოქმედა, გარკვეულწილად, ალბათ, პანკისის მოვლენებმა, აქციამ, როცა, ფაქტობრივად, ზეგავლენა ვერ მოახდინა იმ პატარა რეზინის ტყვიებმა, ეს მისი […]

„ვოვამ მთელი საქართველოს თავზე და საფლავებზე კიდევ ერთხელ გაიარა“ – თამარ ბაღაშვილი

პუტინის შეურაცხმყოფელ განცხადებებს “რუსთავი 2”- სახე, ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ჟურნალისტი იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებმაც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს არდაწესებული სანქციების გამო მადლობა გადაუხადეს: “არც სახელმწიფო გაქვთ, არც ისტორია, არც ღირსება, ოკუპანტები და სადისტები თქვენ ხართო – ასე გვითხრა ვოვამ და მთელი საქართველოს თავზე და საფლავებზე კიდევ ერთხელ გაიარა! მერე მოწყალებაც მოგვიგდო, სანქციები არ […]

ხათუნა ხოფერია – რატომ ერევა „ქართული ოცნება“ ბოკერია- სააკაშვილის “რაზბორკებში”?

„როგორც გინდათ, ისე გამიგეთ…… კარგით, გავიგეთ, რომ ოცნება უკანალს ათამაშებს ბოკერიასთან. ისიც გავიგეთ, რომ ამერიკის მხრიდან არის ზეწოლა. ისიც ვიცით, რომ რამოდენიმე მილიარდი არის გახარჯული საქართველოში, პირადად ბოკერიას პასუხისმგებლობით, სხვა და სხვა პოლიტიკურ პროექტებზე და ამ თანხას არავის აპატიებენ. ისიც გვესმის, რომ სააკაშვილს მოუხსნეს ამ თანხებზე პასუხისმგებლობა და შესაბამისად, თავადაც მოიხსნეს პასუხისმგებლობა მის მიმართ საქართველოში. […]

გიგი უგულავა გამოკითხვაზე ხვალ მივა

გიგი უგულავა 10 ივლისს დაკითხვაზე მივა. ამის შესახებ უგულავამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „ხვალ დილით 10 საათზე მივდივარ დაკითხვაზე 20 ივნისის გავრილოვის ღამეზე, იმათ ენაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე“, – წერს გიგი უგულავა. შეგახსენებთ, რომ შსს-მ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი ბარამიძის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მაგისტრატ მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შუამდგომლობით იმის გამო […]

ჟირინოვსკის მუქარა – ”სრულიად შემთხვევით რაკეტა არა ვაზიანში, არამედ პირდაპირ თბილისში ჩავარდება”

რუსმა დეპუტატებმა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, მთავრობას საქართველოს დასჯის რეკომენდაცია მისცეს. დოკუმენტის ერთხმად მიღების შემდეგ კი რუსმა პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ საქართველო რუსოფობიური რიტორიკისა და განწყობის გამო მკაცრად და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. რუსეთის დუმის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, ვლადიმერ ჟირინოვსკი პირდაპირ მუქარას აჟღერებს. „რა მიზანია საქართველოში – საბოლოოდ განდევნონ რუსები, შეცვალონ მთავრობა და უფლება […]