გიგი უგულავა 10 ივლისს დაკითხვაზე მივა. ამის შესახებ უგულავამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.
„ხვალ დილით 10 საათზე მივდივარ დაკითხვაზე 20 ივნისის გავრილოვის ღამეზე, იმათ ენაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე“, – წერს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი ბარამიძის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მაგისტრატ მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შუამდგომლობით იმის გამო მიმართეს, რომ სამივე პირი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობენ.

