„როგორც გინდათ, ისე გამიგეთ……
კარგით, გავიგეთ, რომ ოცნება უკანალს ათამაშებს ბოკერიასთან. ისიც გავიგეთ, რომ ამერიკის მხრიდან არის ზეწოლა. ისიც ვიცით, რომ რამოდენიმე მილიარდი არის გახარჯული საქართველოში, პირადად ბოკერიას პასუხისმგებლობით, სხვა და სხვა პოლიტიკურ პროექტებზე და ამ თანხას არავის აპატიებენ. ისიც გვესმის, რომ სააკაშვილს მოუხსნეს ამ თანხებზე პასუხისმგებლობა და შესაბამისად, თავადაც მოიხსნეს პასუხისმგებლობა მის მიმართ საქართველოში.
ახლა, ის, რაც ვერ გავიგეთ:
-რატომ ვერ შეძლო ოცნებამ ზემოთ ხსენებული პასუხისმგებლობის გადმობარება და ბოკერიას ჩანაცვლება? იმ ბოკერიასი, რომელიც დაბალრეიტინგული და პოლიტიკურად ბანკროტია(სააკაშვილის ფრთასთან შედარებითაც კი). 7 წელი ხომ სერიოზული დროა გარკვეული ნდობის და კონტაქტების მოსაპოვებლად იმ ფონზე, როდესაც ფისაკოს- ფიასკოზე განიცდის ბოკერიას ნაციონალური ფრთა.
-ვერ შესძლო თუ არ შესძლო(!) მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან ნდობის მოპოვება? ერთის მხრივ, გასაგებია, რომ იმ საკადრო რესურსით, რომელიც ოცნებას გააჩნია საგარეო პოლიტიკურ სფეროში, ძნელია ვინმე მოხიბლო, მით უმეტეს , წარმოუდგენელია გარკვეული ნდობა დაიმსახურო მილიარდობით თანხიანი პროექტების განსახორციელებლად. და მაინც, რატომ ვერ შესძლო ბოკერია ჩანაცვლება ?
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ შეძლო, აქ ახსნაც მარტივია და ისევ და ისევ თავსმოხვეულ, გამოუსწორებელ და იდიოტურ კოჰაბიტაციის გადაწყვეტილებასთან მივდივართ.
რა გვიჭირავს ხელში და რა გველის:
ხელში გვიჭირავს ორად გახლეჩილი ქვეყანა! სრულიად უავტორიტეტო პარლამენტი, ეკონომიკური კრიზისი, წინასაომარი ვითარება, ლილოს ბაზრობაას დამსგავსებული პოლიტიკური სივრცე.( ბევრი პატარ- პატარა ბუტკებით, ბრენდებად გასაღებული ჩინური “ტავარით’, და შეძახილებით- თურქული ყავა, ცხელი ხაჭაპური, ცივი წყალი, ამერიკული ფანტა, კოკა-კოლა, რუსული პრიანიკი…)
და რამოდენიმე შეკითხვა:
– რატომ ერევა ქართული ოცნება ბოკერია- სააკაშვილის “რაზბორკებში”?
– რატომ ვერ უბედავს ბოკერია სააკაშვილს დაპირისპირებას? რატომ ღუნავს თავს და იმალება ჩაფსმული ბავშვივით, როდესაც სააკაშვილი იწყებს გააქტიურებას? ( თუნდაც, 20 ივნისის ღამეს, როდესაც მიტინგი ცხვირ წინ აახია და სახელმწიფოს დამხობის სცენარი გაათამაშეს)
– რატომ და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ბოკერიას გადარჩენის მიზნით და ლეღვის ფოთოლივით აფარებს ქართული ოცნების რესურსს.
ახლა, პირადად ჩემგან!
-ბოკერია ვერასოდეს გაეემიჯნება ნაციონალურ მოძრაობას და ვერ მოიხსნის 9 წლის მანძილზე ჩადენილ დანაშაულობებზე პასუხისმგებლობას!
– ბოკერია ვერასოდეს გადაიბირებს სააკაშვილის მხარდამჭერებს!
– ბიკერია ვერასოდეს ეტყვის უარს თავის პატრონებს ნეოლიბერალური და ანტიმართმადიდებლური (უკვე დაფინანსებული) პროექტების განხორციელებაზე. ის ყოველთვის იქნება უცხო ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გამტარებელი, საკუთარი ხალხის და ქვეყნის მშვიდობისა და სიცოცხლის ფასად!
– ბოკერია არის და დარჩება ყოველივე ეროვნულის, მართლმადიდებლურის და უბრალოდ, ადამიანურის მტერი!
– ბოკერიასთან ერთად ვერასოდეს ჩამოყალიბდება კოალიციური მთავრობა!
და მაინც, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა იძლევა სრულ ინდულგენციას გადაწყვეტილებების მიღებისას, თუ ფიქრობს , რომ ყოველივე ზემოთთქმულის განხორციელებას შესძლებს, გადაეცით, რომ ძალიან ცდება!
არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც, სიკვდილი – სიცოცხლეზე მეტია!
როგორც გინდათ, ისე გამიგეთ!“ – წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ხოფერია.

