გიორგი გახარია ხვალ პარლამენტში აღარ მივა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხვალ პარლამენტში აღარ მივა.

რა გახდა, გახარიას გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრმა თავად მოითხოვა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტში სიტყვით გამოსვლა.