“ეს იყო ბოლო გაფრთხილება” – აქციამ ივანიშვილის სახლი დატოვა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია დასრულდა. მისი მონაწილეები ბიზნესცენტრის ტერიტორიას უკვე ტოვებენ.

ტერიტორიის დატოვებამდე, აქტივისტებმა გყვითელი ბარათები კიდევ ერთხელ ასწიეს და რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.

“ბოლო გაფრთხილებაა, ბატონო ბიძინა”, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

მისივე თქმით, აქცია 28 ივნისს, 19:00 საათზე პარლამენტთან განაახლდება.