ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ ის დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ დააკავონ. მელიას თქმით, სხვაგვარად ვერ გაამართლებენ გუშინდელ დღეს. მელიას თქმით, მისი დაკავებაც და არდაკავებაც ხელისუფლების თავის ტკივილია, რადგან დაჭერის შემთხვევაში ხელისუფლება ვერაფრით ახსნის იმას, რომ გავრილოვის გამო ვინმე, და მითუმეტეს პოლიტიკოსი დააკავეს.
„იმ ყველაფრის შემდეგ რაც მათ გუშინ იკადრეს და ივანიშვილმა გააკეთებინა ქართული ოცნების დეპუტაციის უმრავლესობას, რომ არ დამაკავონ ვერ გაამართლებენ გუშინდელ საქციელს. დამიჭერენ ვაია, არ დამიჭერენ უია, ქარს სთესენ და ვინც ქარს სთესავს, ამბობენ რომ ქარიშხალს მოიმკის.“- განაცხადა ნიკა მელიამ.

