„კურიერის“ ექსკლუზიური კადრები – ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში სპეცრაზმი შეიყვანეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფები სასახლის შიდა ტერიტორიაზე განლაგდნენ, მათ შორის შეყვანილია 3 სპეცავტომობილი, რომელიც სიგნალის ჩასახშობად გამოიყენება. სავარაუდოდ, იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური და ინტერნეტკავშირი შეიზღუდოს. ადგილზე მყოფი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არ ამბობენ, რატომ იმყოფებიან ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან და კითხვაზე, რატომ არის საპოლიციო ძალების ასეთი […]
კატეგორია: პოლიტიკა
კობა ნარჩემაშვილი – “ჯობდა, კობახიძე წინა დღეს გადამდგარიყო, ხელისუფლებას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს”
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს. – ბატონო კობა, შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება? – ახლა არის პროცესი, როდესაც ხელისუფლება ზღავს ამ ყველაფრისთვის. ახლა არის დრო, როდესაც “ქართული ოცნება” ამ ყველაფერში პოლიტიკურ ფასს იხდის. ნაციონალურმა მოძრაობამ არა მხოლოდ ის მოახერხა, რომ პროცესები ქუჩაში გადაეტანა, არამედ მოახერხა […]
რუსთაველის გამზირიდან წაღებული სცენა დააბრუნეს
რუსთაველის გამზირიდან წაღებული სცენა დააბრუნეს. მერიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სცენისა და აქციის ჩატარებისთვის საჭირო სხვა ატრიბუტიკის წაღებას პროტესტი მოჰყვა. საგანგებო ბრიფინგი პარლამენტთან “ევროპული საქართველოს” წევრებმა და აქციის ორგანიზატორებმა გამართეს. მათ მერიას ყველაფრის დროულად დაბრუნება მოსთხოვეს.
თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირიდან გამოსვლებისთვის განკუთვნილი სცენა და ატრიბუტიკა წაიღო
სააკაშვილი – “უკრაინელებო, წადით საქართველოში დასასვენებლად!”
უკრაინელი დამსვენებლები რუსების ნაცვლად მოძმე საქართველოში – საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ სახელწოდების კამპანიას იწყებს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან შეხვედრებს იწყებს და აპირებს, ყველა გამოსვლაში მოუწოდოს უკრაინელებს, რათა მათ საქართველოში დაისვენონ. სააკაშვილის თქმით, პუტინმა საქართველოს ემბარგო მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ივანიშვილმა ვერ შეასრულა დავალება და ვერ შეაყვარა რუსის ჩექმა ქართველებს. „რუსები საბოლოოდ გათავხედდნენ და […]
ჩაუდგება თუ არა 2020 წლის საარჩევნო სიას სათავეში ბიძინა ივანიშვილი?
“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე და 2020 წლის საარჩევნო სიის დაკომპლექტებაზე საუბრობს. ინტერვიუ 20-21 ივნისის მოვლენებამდეა ჩაწერილი. – ბატონო ნუკრი, რას უკავშირდება ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო გადაყენება? ბევრი ამბობს, რომ მან გუნდის შიგნით არსებულ ჯგუფებს შორის ფარულ დაპირისპირებას ვერ გაუძლო და ამას შეეწირა. – […]
გია ხუხაშვილი – „ოცნებამ“ საკუთარ თავს ურტყა, ყელი გამოიჭრა და ახლა კომაშია“
უმძიმესი კადრები იხილა საზოგადოებამ 20 ივნისს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, ხოლო პოლიციამ ისინი ჯერ ბუნებრივი აირის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, ხოლო შემდეგ ყველგან დაუწყო დევნა და რბევა. ვითარების ესკალაცია კი საქართველოში აფხაზეთის ომში მონაწილე რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტმა და პარლამენტში სპიკერის სკამზე წამოსკუპებამ გამოიწვია. აქციის მონაწილეებმა […]
ბესელია – “ვაფრთხილებდი ივანიშვილს, ვიდრე გადაწვავს პარლამენტს, მიხედე კობახიძეს-მეთქი”
ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი ეკა ბესელია რუსი დეპუტატების პარლამენტში ვიზიტსა და ანტისაოკუპაციო აქციის დარბევას ეხმაურება: “ზუსტად ვიცოდი ასე დაასრულებდა კობახიძე. ამიტომაც ვაფრთხილებდი ბიძინა ივანიშვილს – ვიდრე გადაწვავს ამ პარლამენტს – მიხედე დროზე ამ უმწიფარ კობახიძეს თქო… ბევრი რამ რაც არ დაიჯერა , სამწუხაროდ წინ მტკივნეულად ხვდება! არ მინდა ჩემს ქვეყანას და ხალხს ეტკინოს… შეძრული ვარ, […]
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება მოთხოვნების შესრულების ვადა დღეს 14:00 საათამდე მისცეს
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ვადა დღეს 14:00 საათამდე მისცეს. საზოგადოების წარმომადგენლები შ მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას ითხოვენ. ორგანიზატორების განცხადებით აქცია დღეს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბება თუ ხელისუფლება მოთხოვნებს არ შეასრულებს.შეგახსენებთ, რომ მესამე დღე პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქცია იმართება.
ირაკლი ოქრუაშვილი – „ჩემო ბერა, ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსი მამაშენია“
„ბერას დაუწერია – მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყოო. ეგრეა, ჩემო ბერა, აბა რა. იმედია ვთანხმდებით, რომ ის ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსი მამაშენია“, – მიმართავს ირაკლი ოქრუაშვილი ბერა ივანიშვილს.







