შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვსდგე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პატივისცემით, გ. გახარია” ნიუპოსტი
კატეგორია: პოლიტიკა
“გახარია, გიხარია?” – ავტოკოლონა შსს-ს შენობას მიადგა
ავტოკოლონამ, რომლის მსვლელობის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობასთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „წადი”. აქციის მონაწილეებმა შსს-თან განთავსებულ შუშის ღობეზე სტიკერები გააკრეს, რომელზეც 21 ივნისს სპეცრაზმის მიერ გამოყენებული ტყვიებია გამოსახული და ასევე არის წარწერები: “ბოდიში?!” და “გახარია გიხარია?”. იპნ
გია ხუხაშვილი – 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა
„მთავარი შედგა. პროპორციული არჩევნების დანიშვნა – ეს უკვე შედეგია, თუმცა 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა. 3 ან 5%-იანი ბარიერი უფრო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნებოდა,“ – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. ამით ხუხაშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გაიმართოს. ხუხაშვილის შეფასებით, შესაძლებელია, რომ კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტილება 0%-იანი ბარიერის შესახებ, […]
სამოქალაქო პროტესტი გახარიას წინააღმდეგ – ავტოკოლონები შსს-კენ მიემართებიან
ირაკლი ოქრუაშვილი – „ივანიშვილს ყელში გამოჩხერილი ჰყავს სამი-ოთხი ადამიანი, ერთ-ერთი შეიძლება მეც ვიყო“
„მას ყელში გამოჩხერილი ჰყავს სამი-ოთხი ადამიანი პოლიტიკური სპექტრიდან და ერთ-ერთი შეიძლება მათ შორის, მეც ვიყო და ყველაზე მეტად მას ყელში გამოჩხერილი ჰყავს “რუსთავი 2,“ – ეს განცხადება, „პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა. ირაკლი ოქრუაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც 20 ივნისის ღამეზე საუბრისას განაცხადა, რომ დამნაშავეების დასჯა მოხდება. ოქრუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე ოპოზიციური […]
2020-ის საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით 0%-იანი ბარიერით გაიმართება
12:00 საათზე ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს
რამდენიმე წუთის წინ, „ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. არსებული ინფორმაციით, 12:00 საათძე, ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. როგორც „ნიუპოსტის“ ჟურნალისტი იტყობინება, ჟურნალისტები პარტიის ოფისში უკვე შეიყვანეს. ვრცელდება ინფრომაცია, რომ ივანიშვილმა განცხადება შესაძლოა, აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით გააკეთოს.
“ოცნების” უმრავლესობა გახარიას გადადგომას ითხოვს
დიდი დაპირისპირება „ოცნებაში“ – გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის უმრავლესობა ითხოვს, რომ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვოს, თუმცა გუნდის მოთხოვნის მიუხედავად, „ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს, რომ გახარიას შეელიოს. ამასთან, ამბობენ, რომ გახარიას მხარს უჭერს არჩილ თლაკვაძეც, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის შემცვლელად მოიაზრება. „ოცნების“ ოფისში დღევანდელ პოლიტსაბჭოზეც, სავარაუდოდ, ამ თემზე იქნებოდა მსჯელობა. […]
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაფართოებულ ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძედა მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი ესწრება. მანმადე „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის მთავარი თემა სავარაუდოდ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებია. იპნ
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ. ბიძინა ივანიშვილმა დილის 8:00 საათიდან მმართველი პარტიის დეპუტატები “ქართული ოცნების” ოფისში დაიბარა. “ქართული ოცნების” წევრები გამთენიისას, ჯერ პოლიტსაბჭოს შემდეგ კი უმრავლესობის სხდომებზე სავარაუდოდ, საპროტესტო აქციების შიშით შეკრიბეს. ამ წუთებში ერეკლე მეორეს მოედანზე “ოცნების” ყველა ლიდერი იმყოფება, ბიძინა ივანიშვილი, მამუკა […]









