კატეგორია: პოლიტიკა

ელენე ხოშტარია – მესამე დღეა, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ჯოჯოხეთი აქვს

მესამე დღეა ჩვენ აქ ვდგავართ და მესამე დღეა „ქართულ ოცნებას“ აქვს პოლიტიკური ჯოჯოხეთი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ აქციაზე შეკრებილ ხალხს შორის დაპირისპირება შეიტანოს, რასაც პროვოკატორების საშუალებით ცდილობს. „მესამე დღეა ჩვენ აქ ვდგავართ და მესამე დღეა „ქართულ ოცნებას“ აქვს პოლიტიკური ჯოჯოხეთი. დარწმუნებული […]

აქციის მონაწილეებმა “ოცნების” ოფისთან საქართველოს ჰიმნი იმღერეს და დაიშალნენ

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მივიდნენ. ისინი სკანდირებდნენ – „წადი!“. ადგილზე მობილიზებულიიყვნენ სამართალდამცავები. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს. აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მოითხოვენ. ისინი ასევე 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას და მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა საქართველოს […]

“ოცნების” ოფისში სპეცრაზმი შევიდა

„ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველების მობილიზება აქციის მონაწილეების პროტესტს უკავშირდება. სწორედ ამ წუთებში პარლამენტთან შეკრებილები მმართველი პარტიის ოფისისკენ მიდიან. ახალგაზრდები, რომლებიც 3 დღეს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ, ერეკლეს მოედნისკენ მიემართებიან. მსვლელობა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ორგანიზატორების განცხადებით, იმის გამო რომ მათი მოთხოვნა – გადადგეს შს მინისტრი და გათავისუფლდნენ დაკავებული აქციის მონაწილეები არ სრულდება, გადაწყვიტეს  […]

აქციის მონაწილეები პარლამენტიდან “ოცნების” ოფისისკენ დაიძრნენ

მსვლელობა „ქართული ოცნების“ ოფისისკენ ამ წუთებში დაიწყო. პარლამენტის წინ შეკრებილები მმართველი გუნდის ოფისისკენ გაემართნენ. აქცია პარლამენტის წინ დასრულებულია. აქციის სპიკერის, მიშა მშვილდაძის თქმით, ისინი მსვლელობით “ოცნების” ოფისთან მივლენ და რათა ხელისუფლებას საკუთარი ხმა და მოთხოვნები გააგონონ. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და გიორგი გახარიას გადადგომა ხვალ დღის 2 საათამდე მოსთხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, თუ გახარია მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ისინი პარლამენტის წინ ისევ […]

გიგა მაქარაშვილი – ”ბერა, მოდი აქციაზე და ერთად მოვითხოვოთ გახარიას წასვლა”

ბერა, თუ გული შეგტკივა, გამოდი აქციაზე და შეუერთდი ჩვენს მოწოდებებს, რომ გადადგეს გახარია, – ამ სიტყვებით მიმართეს ბერა ივანიშვილს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა. სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა შეკრებილებს ბერა ივანიშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტი წაუკითხა, რის შემდეგაც, ბერა ივანიშვილს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს. „ორი საათი სჭირდება ხოლმე ბერას პოსტიდან მამამისის რეაქციებს, იქნებ დღესაც […]

ბერა – ”მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს… სამშობლოს საჯიჯგნად არავის დავუთმობთ”

ბერა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა: ”მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები. მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, […]

გიორგი შენგელაია – ”აიკრძალოს ”ქართული ოცნება” ივანიშვილის დიქტატორული ბრძანებების შესრულებისთვის”

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს, რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ მიმართა. შენგელაიას განცხადებით, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც დადგენილების პროექტი შეიმუშავა. პროექტში მოთხოვნებია ჩამოყალიბებული: 1. ქართველი ხალხის ნებით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს არაფორმალური მმართველობა უნდა ჩამოერთვას, 2. აიკრძალოს პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება”, ბიძია ივანიშვილის დიქტატორული და არაფორმალურ ბრძანების შესრულებლისთვის 3. გადაყენებულ იქნას შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი 4. ქართველი […]

გავრილოვი საქართველოში ივანიშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა?

20-21 ივნისის სისხლიან მოვლენებს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ გავრილოვის ღამე. სწორედ რუსი დეპუტატის გამო დაიღვარა რუსთაველზე ამდენი სისხლი. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველებს სისხლიანი ღამე რუსების საამებლად მოაწყო. დარბევის მეორე დღეს მოსკოვში გაკეთებულმა განცხადებებმა დაადასტურა, რომ “ოცნება” მათთვის გაისარჯა. კრემლი კვლავ უკმაყოფილოა. რუსი ჩინოსნები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ საქართველო უკვე თავისი პროვინცია ჰგონიათ. წინააღმდეგ […]

პარლამენტთან აქცია დაიწყო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი, ირაკლი ნადირაძე, „ევროპული საქართველოს” ლიდერები გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები. ამ წუთებში აქციის მონაწილეებს სიტყვით აქციის სპიკერი მიშა მშვილდაძე მიმართავს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. როგორც მშვილდაძე აცხადებს, მოთხოვნა შეუცვლელია, დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ამისთვის ვადას დღის ბოლომდე […]

გავრილოვი რუსეთიდან იმუქრება – ”ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ამ ქმედებების წამქეზებლები”

სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების გამოძიებას და პროცესში რუსული მხარის ჩართვას მოითხოვს. განცხადება მოსკოვში დაბრუნებულმა დეპუტატმა, რუსეთის სათათბიროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სერგეი გავრილოვი ვითარების პროვოცირებას ახლა უკვე მოსკოვიდან ცდილობს. რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელიც საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს მანამდე რადიკალებს აბრალებდა, ახლა აცხადებს, რომ ამ რადიკალებს სახელმწიფოს გადატრიალება ჰქონდათ განზრახული. დუმის დეპუტატი ქართულ მხარეს ამ მიმართულებით […]