რია ნოვოსტი ეხმიანება მოსკოვის თეატრის მთავარი რეჟისორის,რობერტ სტურუას განცხადებას თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით და აქვეყნებს მის განცხადებას,რომელიც facebook-ზე დაწერა : ,,ბოროტმა სულმა გაიმარჯვა,ნაცისტები ზეიმობენ,საქართველო აღარ არსებობს’’.
კატეგორია: პოლიტიკა
რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენებზე ბილეთების გაყიდვა შეაჩერეს
რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით 8 ივლისიდან ბილეთების გაყიდვებს აჩერებენ. რუსული მედიის ინფორმაციით,ავიაკომპანიებმა „სმარტავიამ“, „პაბედამ“, „რედ ვინგზმა“ და „ეს 7“-მა ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა დროებით იკრძალება. იპნ
პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოში გადაზიდვების განხორციელება აუკრძალა
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალება საქართველოდან რუსეთში გადაზიდვების განხორციელება. მან რუსეთის მთავრობას დაავალა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების რუსეთში დაბრუნების უზრუნველყოფა. პუტინმა ასევე ურჩია რუსულ ტუროპერატორებს, არ გაყიდონ რუსეთის მოქალაქეებზე დასასვენებელი ტურები საქართველოში.
მელია გახარიას დაემუქრა – ”აქეთ არ გახდეთ დაკითხვაზე დასაბარებელი“
„ბატონო გახარია, ისე არ მოხდეს და ისე მიდის ახლა თქვენი საქმე აქეთ არ გახდეთ უახლოეს პერიოდში დასაბარებელი“- ასე პასუხობს ნიკა მელია შს მინისტრის მოადგილის მუქარის შემცველ განცხადებას, რომ ყველა დაისჯება. როგორც ცნობილია, გამოკითხვაზე დაბარებულები არიან ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. თუმცა არც ერთი მათგანი საგამოძიებო ორგანოში მისვლას არ აპირებს. ნიკა მელია აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის წუთიდან “ოცნება” […]
პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმი განლაგდა
პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმი განლაგდა. მათ გამოჩენას აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების შეძახილი მოჰყვა “წადი, წადი”. ამასთან, მოქალაქეებმა მშვიდობის ნიშმად სიმბოლურად ხელები ასწიეს. ამ დროისთვის აქციაზე სიტყვით არ გამოდიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები. ისინი შს მიმისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. იპნ
გიორგი კვირიკაშვილმა გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვა – ”აქციაზე ტყვიების გამოყენება მიუტევებელი შეცდომა იყო”
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ფეისბუკზე გამოეხმაურა. “ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, რომელიც აღიარა, მაგრამ პოლიტიკური რეაგირება დააგვიანა. შედეგად სამართლიანად აზვირთებული მუხტი სახიფათოდ და დესტრუქციულად წარმართა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ნაწილმა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ჩაიდინა კიდევ უფრო მძიმე შეცდომა და რეზინის ტყვიებით დაცხრილა საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები, ქვეყნის მომავალი თაობის წარმომადგენლები. როდესაც მხოლოდ ერთი […]
ანა დოლიძე – ”ციხეში უშვებენ და არც უცხადებ სახელს და გვარს? გახარიას შნირი, უბედური პატრული ზის აქ და იმეორებს შაბლონურ ტექსტს” – ვიდეო
აქციაზე დაკავებულ 100-მდე პირს პატიმრობა შეეფარდა. ფაქტი გააპროტესტა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ. “ციხეში უშვებენ და არც უცხადებ სახელს და გვარს? გახარიას შნირი, უბედური პატრული ზის აქ და იმეორებს შაბლონურ ტექსტს” – თქვა მან. https://www.facebook.com/rustavi2/videos/306799093561211/
რუსთაველის გამზირზე შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ და მას 3 საათიან ვადას აძლევენ
რუსთაველის გამზირზე შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. აქციაზე გამომსვლელების თქმით, ისინი გახარიას სამ საათს აძლევენ, რომ გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციებს აანონსებენ. აქციაზე გამომსვლელებმა დღევანდელ შეკრებას ” ახალგაზრდული რევულუცია” უწოდეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. იპნ
ქუთაისში გახარიას გადადგომას ითხოვენ
შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები თბილისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. მესხიშვილის თეატრთან შეკრებილების განცხადებით, მომხდარზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. “ვაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას, ასევე ვაპროტესტებთ ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს. ვერ ავიტანთ რუსულ ოკუპაციას და მოქალაქეების დარბევას, მოვითხოვთ, ხელისუფლებამ პასუხი აგოს გუშინ განვითარებულ მოვლენებზე. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მომხდარზე”, -განაცხადეს აქციის […]










