თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან. როგორც სტუდენტმა ქეთევან კოკაიამ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, მათი შეკრების მთავარი მიზანია, ხელისუფლებას დაანახონ, რა შეუძლია სტუდენტობას მაშინ, როცა ქვეყნის სათავეში მყოფი პირები უსამართლობებს ჩადიან. სტუდენტები გუშინ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს და რუსი დეპუტატის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას აპროტესტებენ. „აქ შეკრებით, გვინდა დავანახოთ ხელისუფლებას, თუ რა შეგვიძლია, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ […]
კატეგორია: პოლიტიკა
გახარია – ”უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც პოლიცია და მოქალაქეები დააპირისპირა”
რა თქმა უნდა, უმკაცრესად იქნება დასჯილი ყველა ის ადამიანი, ვინც საკუთარი მოწოდებით, გააზრებით თუ გაუაზრებლად შეძლო და პროვოკაცია მოაწყო, პოლიცია და მოქალაქეები ერთმანეთს ისეთ დონეზე დააპირისპირა, რომ ამან შტურმის სახე მიიღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა. გახარიას შეფასებით, გუშინ პოლიცია თავდაცვით მდგომარეობაში იყო და იცავდა საკუთარ თავს. ამასთან, მედიის კითხვის პასუხად […]
ნიკა გვარამია – “გაცემულია უგულავას, მელიას და ოქრუაშვილის დაკავების ბრძანება”
“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარმიას ინფორმაციით, გაცემულია ბრძანება დააკავონ ოპოზიციის ლიდერები: ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. მისი თქმით, ამასთან 20.000.000 ლარია გამოყოფილი, რომ ოპოზიციას კონტრაქციები მოუწყონ გარკვეულმა ჯგუფებმა. გვარამიას განცხადებით, ინფორმაცია სამთავრობო წრეებიდან მიიღო.
ირაკლი ოქრუაშვილი – მოგიწოდებთ, დღეს რუსთაველზე ქუდზე კაცი გამოვიდეს!
„მოგიწოდებთ ყველას, დღეს 7 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, რათა ივანიშვილს დავანახოთ, რომ ეს ქვეყანა მისი პრივატიზებული არ არის. მადლობას ვუხდი ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ. მოგიწოდებთ, დღეს ქუდზე კაცი გამოვიდეს“, – განაცხადა „კურიერის“ ეთერში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება
რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს შორის, ადვოკატი ბექა ბასილაიაც არის
რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს შორის, ადვოკატი ბექა ბასილაიაც არის. როგორც “ინტერპრესნიუსს” ბასილაიას ერთ-ერთმა კოლეგამ განუცხადა, ის სამართალდამცავებმა დღეს დილით დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი ჯერ არ დანიშნულა. ცნობისთვის, გუშინ, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. იპნ
ირაკლი კობახიძე გადადგა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა. ამის შესახებ Imedinews-ს სანდო წყარომ აცნობა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. შესაბამისი ოფიციალური განცხადება ბრიფინგზე გაკეთდება. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის […]
საქართველომ რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს- რუსი დეპუტატი
რია ნოვოსტის ცნობით, რუსი დეპუტატი, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ჯაბაროვი მოითხოვს, საქართველომ ოფიციალური ბოდიშის მოხდით მიმართოს რუსეთს იმ პროვოკაციული მოქმედებების გამო,რაც განხორციელდა რუსი პარლამენტარების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ მართლმადიდებლური ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ღონისძებაში თბილისში.
მამუკა ბახტაძე – “ოცნება” არ იყენებს რეზინის ტყვიებს, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ეს სააკაშვილის ხელწერაა”
“ოცნება” არ იყენებს რეზინის ტყვიებს, ეს არ არის ჩვენი ხელწერა” – ეს განცხადება 20 ივნისის დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე პრემიერმინისტრმა გააკეთა. „მე მსურს ხაზი გავუსვა კიდევ ერთ მტკიცებულებას, რატომ არის ეს პროვოკაცია. თქვენ თვითონ შეგიძლიათ, ნახოთ სოციალურ ქსელებში თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ მედიაში, რა ინფორმაციები ვრცელდება, რომ ჩვენ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და […]










