რუსთაველის გამზირზე შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ და მას 3 საათიან ვადას აძლევენ

რუსთაველის გამზირზე შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ და მას 3 საათიან ვადას აძლევენრუსთაველის გამზირზე შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. აქციაზე გამომსვლელების თქმით, ისინი გახარიას სამ საათს აძლევენ, რომ გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

აქციაზე გამომსვლელებმა დღევანდელ შეკრებას ” ახალგაზრდული რევულუცია” უწოდეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

იპნ