ქუთაისში გახარიას გადადგომას ითხოვენ

ქუთაისში გახარიას გადადგომას ითხოვენშინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები თბილისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. მესხიშვილის თეატრთან შეკრებილების განცხადებით, მომხდარზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

“ვაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას, ასევე ვაპროტესტებთ ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს. ვერ ავიტანთ რუსულ ოკუპაციას და მოქალაქეების დარბევას, მოვითხოვთ, ხელისუფლებამ პასუხი აგოს გუშინ განვითარებულ მოვლენებზე. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მომხდარზე”, -განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

“არა ოკუპაციას”, “თავისუფლებასთან წააგებთ” – ამ მოწოდებებით ქალაქში მსვლელობა ეწყობა.

იპნ